legia_logo

საქმე #001/70-23

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

13 იანვარი, 2026 წელი                                                                                                                       ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

 

საარბიტრაჟო მოსარჩელე: სს ,,ქართული კრედიტი“

წარმომადგენლები:    სოფიკო გიორგაძე;

საარბიტრაჟო მოპასუხეები:  მაია კეკვიაშვილი; ბადური ჯავახიშვილი;

დავის საგანი:    დავალიანების   თანხის დაკირება

დავის  განმხილველი  არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ  განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

 

:

 

2023 წლის 07 ივნისს  სს ,,ქართულმა კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების მაია კეკვიაშვილის და ბადური ჯავახიშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2023 წლის 05 ივლისს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელის   დაკმაყოფილების შესახებ, რა დროსაც დაშვებული იქნა ბეჭვდითი შეცდომა. 2025 წლის 27 ნოემბერს გამოტანილი იქნა დადგენილება  გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ,  საარბიტრაჟო საქმე №001/70-23-ზე სს მისო ,,ქართული კრედიტის“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების მაია კეკვიაშვილის და ბადური ჯავახიშვილის   მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების შესახებ გასწორებულ იქნას 2023 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული ბეჭვდითი შეცდომა, სახელდობრ, მონაცემში რომელიც შეეხება პირგასამტეხლოს თანხის დაკისრებას, ნაცვლად ,,დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 396.21  ლარისა“ მითითებული იქნეს ,,დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 2396.21 ლარი“.  მოცემული დადგენილება განხილულ იქნას  სარბიტრაჟო საქმე №001/70-23-ზე  2023 წლის 05 ივლისს მიღებული გაადწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;  დადგენილება ძალაში შედის მისი მიღების დღიდან.   

საარბიტრაჟო დადგენილება 2025 წლის 10 დეკემბერს გაეგზავნათ მოპასუხეებს  მაია კეკვიაშვილს და ბადური ჯავახიშვილს საქმეში არსებულ მისამართზე, მაგრამ სასამართლო გზავნილი მათზე ჩაბარებულ ვერ იქნა იმ საფუძვლით, რომ  მაია კეკვიაშვილი და ბადური ჯავახიშვილი საქმეში არსებულ მისამართზე არ ცხოვრობენ.                                     

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე მაია კეკვიაშვილს და ბადური ჯავახიშვილს  საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში  საარბიტრაჟო საქმე #001/70-23-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2025 წლის  27 ნოემბერს მიღებული დადგენილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge  აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

 

:

 

1. საქმეზე #001/70-23 სს ,,ქართული კრედიტი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების მაია კეკვიაშვილის და ბადური ჯავახიშვილის  მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ განხორციელდეს საჯარო  შეტყობინება  პუბლიკაციის მეშვეობით;  

2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს  მაია კეკვიაშვილს და ბადური ჯავახიშვილს ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/70-23-ზე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების  მაია კეკვიაშვილის და ბადური ჯავახიშვილის   მიმართ დავალიანების  გადახდევინების შესახებ მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2023 წლის 05 ივლისს  და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელის  დაკმაყოფილების შესახებ, რა დროსაც დაშვებული იქნა ბეჭვდითი შეცდომა. 2025 წლის 27 ნოემბერს გამოტანილი იქნა დადგენილება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ,  საარბიტრაჟო საქმე №001/70-23-ზე სს მისო ,,ქართული კრედიტის“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების  მაია კეკვიაშვილის და ბადური ჯავახიშვილის     მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების შესახებ გასწორებულ იქნას  2023 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული ბეჭვდითი შეცდომა, სახელდობრ, მონაცემში რომელიც შეეხება პირგასამტეხლოს თანხის დაკისრებას, ნაცვლად ,,დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 396.21  ლარისა“ მითითებული იქნეს ,,დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 2396.21 ლარი“.  მოცემული დადგენილება განხილულ იქნას  სარბიტრაჟო საქმე №001/70-23-ზე  2023 წლის 05 ივლისს მიღებული გაადწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;  დადგენილება ძალაში შედის მისი მიღების დღიდან.   

3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს  მაია კეკვიაშვილს და ბადური ჯავახიშვილს განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო დადგენილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge  განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp