საქმე #001/15-25
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
08 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: სს ,,ქართული კრედიტი“
წარმომადგენელი: სოფიკო გიორგაძე;
საარბიტრაჟო მოპასუხეები: გიორგი სამნიაშვილი; ლელა ლეკაშვილი;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2025 წლის 14 აგვისტოს სს ,,ქართულმა კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების გიორგი სამნიაშვილის და ლელა ლეკაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2025 წლის 29 ოქტომბერს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს გიორგი სამნიაშვილს და ლელა ლეკაშვილს სს ,,მისო ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3314.96 (სამი ათას სამას თოთხმეტი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 2155.43 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 412.15 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 747.38 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხეებს გიორგი სამნიაშვილს და ლელა ლეკაშვილს სს მისო „ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის, თბილისის სააპელაცო სასამართლოში 2025 წლის 14 აგვისტოს საგადასახადო დავალება №1755163562 გაწეული ხარჯის, უზრუნველყოფის ღონისძიების საფასურის 50 (ორმოცდაათი) ლარის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2025 წლის 22 აგვისტოს საგადასახადო დავალება №63108464 უძრავი ქონების აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე მის მიერ გაწეული ხარჯის 26 (ოცდაექვსი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2025 წლის 20 ნოემბერს გაეგზავნათ მოპასუხეებს გიორგი სამნიაშვილს და ლელა ლეკაშვილს მაგრამ ვერ ჩაბარდათ იმ საფუძვლით, რომ გიორგი სამნიაშვილი და ლელა ლეკაშვილი საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდნენ, კურიერის მიერ დატვებული იქნა სეტყობინება, მაგრამ ადრესატები არ გამოეხმაურნენ.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხეებს გიორგი სამნიაშვილს და ლელა ლეკაშვილს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/15-25-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2025 წლის 29 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/15-25 სს ,,ქართული კრედიტი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების გიორგი სამნიაშვილის და ლელა ლეკაშვილის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს გიორგი სამნიაშვილს და ლელა ლეკაშვილს ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/15-25-ზე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების გიორგი სამნიაშვილის და ლელა ლეკაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2025 წლის 29 ოქტომბრის #001/15-25 გადაწყვეტილებით სს „ქართული კრედიტი“ს სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს გიორგი სამნიაშვილს და ლელა ლეკაშვილს სს ,,მისო ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3314.96 (სამი ათას სამას თოთხმეტი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 2155.43 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 412.15 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 747.38 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხეებს გიორგი სამნიაშვილს და ლელა ლეკაშვილს სს მისო „ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის, თბილისის სააპელაცო სასამართლოში 2025 წლის 14 აგვისტოს საგადასახადო დავალება №1755163562 გაწეული ხარჯის, უზრუნველყოფის ღონისძიების საფასურის 50 (ორმოცდაათი) ლარის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2025 წლის 22 აგვისტოს საგადასახადო დავალება №63108464 უძრავი ქონების აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე მის მიერ გაწეული ხარჯის 26 (ოცდაექვსი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს გიორგი სამნიაშვილს და ლელა ლეკაშვილს განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.



