საქმე #001/16-25
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
16 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“
წარმომადგენელი: გიორგი შალამბერიძე;
საარბიტრაჟო მოპასუხე: გიორგი ცარციძე;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2025 წლის 13 ოქტომბერს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუს“ -მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის გიორგი ცარციძის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2025 წლის 08 დეკემბერს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე - გიორგი ცარციძეს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“ -ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 1901.10 (ერთი ათას ცხრაას ერთი ლარი და ათი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - გიორგი ცარციძეს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“ -ს სასარგებლოდ დაეკისროს პროცენტის - 800.64 (რვაასი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - გიორგი ცარციძეს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“ -ს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის – 949.11 (ცხრაას ორმოცდაცხრა ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - გიორგი ცარციძეს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“ -ს სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 118.00 (ას თვრამეტი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2025 წლის 25 დეკემბერს გაეგზავნა მოპასუხე გიორგი ცარციძეს საქმეში არსებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით რომ ადრესატი საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, ხოლო ადრესატის მიმართ გაგზავნილი გზავნილი ჩაიბარა ბიძაშვილმა არაუფლებამოსილმა პირმა.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე გიორგი ცარციძეს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/18-25-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2025 წლის 08 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.geაღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/18-25 შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის გიორგი ცარციძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხე გიორგი ცარციძეს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/18-25-ზე შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის გიორგი ცარციძის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2025 წლის 18 დეკემბრის #001/18-25 გადაწყვეტილებით შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე – გიორგი ცარციძეს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 1901.10 (ერთი ათას ცხრაას ერთი ლარი და ათი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - გიორგი ცარციძეს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“ -ს სასარგებლოდ დაეკისროს პროცენტის - 800.64 (რვაასი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - გიორგი ცარციძეს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“ -ს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის – 949.11 (ცხრაას ორმოცდაცხრა ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - გიორგი ცარციძეს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“ -ს სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 118.00 (ას თვრამეტი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხე გიორგი ცარციძეს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.



