legia_logo

საქმე #001/9-25

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

 

28 ოქტომბერი,  2025 წელი                                                                                                                                                    ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

                                          

 

საარბიტრაჟო მოსარჩელე: სს ,,ქართული კრედიტი“

წარმომადგენელი:    სოფიკო გიორგაძე;

საარბიტრაჟო მოპასუხეები:     არტიომ ელიაზიან;  გოჩა აფაქიძე;

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

 

 

:

 

2025 წლის 23 აპრილს სს ,,ქართულმა კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების არტიომ ელიაზიანის და  გოჩა აფაქიძის  მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2025 წლის 22 ივლისს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს  არტიომ ელიაზიანს   და გოჩა აფაქიძეს  სს ,,მისო ქართული კრედიტი“-   სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 17197.40 (ჩვიდმეტი ათას ას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცი  თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 9067.76 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 7369.54 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 760.10 ლარს);   საარბიტრაჟო  მოპასუხეებს არტიომ ელიაზიანს   და გოჩა აფაქიძეს  სს მისო „ქართული კრედიტი“-   სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული  საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 343.95 (სამას ორმოცდასამი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის, თბილისის სააპელაცო სასამართლოში 2025 წლის 23 აპრილის საგადასახადო დავალება №1745409987 გაწეული ხარჯის, უზრუნველყოფის ღონისძიების საფასურის 50 (ორმოცდაათი) ლარის  და  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2025 წლის 02 მაისის  საგადასახადო დავალება №2048673232  უძრავი ქონების აკრძალვის  წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე მის  მიერ გაწეული ხარჯის 26 (ოცდაექვსი)   ლარის   გადახდა;  გოჩა აფაქიძის  პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 10000 (ათი ათასი)  ლარით;   საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის   მოთხოვნათა დაცვით.             

  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2025 წლის 09 ოქტომბერს გაეგზავნათ მოპასუხეებს  არტიომ ელიაზიანს და  გოჩა აფაქიძეს,  მაგრამ ვერ ჩაბარდათ იმ საფუძვლით, რომ  არტიომ ელიაზიანი საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, ხოლო ოჯახის წევრმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, გოჩა აფაქიძე- საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა,  კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატი არ გამოეხმაურა.   

 

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხეებს  არტიომ ელიაზიანს და  გოჩა აფაქიძეს,  საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/9-25-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2025 წლის 22 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:   

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge  აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

:

 

 1. საქმეზე #001/9-25 სს ,,ქართული კრედიტი“- საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების არტიომ ელიაზიანის და  გოჩა აფაქიძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;       

 2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს   არტიომ ელიაზიანს და  გოჩა აფაქიძეს ეცნობოთ, რომ  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს  „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/9-25-ზე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების   არტიომ ელიაზიანის და  გოჩა აფაქიძის   მიმართ  დავალიანების გადახდევინების  შესახებ 2025 წლის 22 ივლისის #001/9-25 გადაწყვეტილებით სს „ქართული კრედიტი“ს სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს  არტიომ ელიაზიანს  და გოჩა აფაქიძეს  სს ,,მისო ქართული კრედიტი“-   სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 17197.40 (ჩვიდმეტი ათას ას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცი  თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 9067.76 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 7369.54 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 760.10 ლარს);   საარბიტრაჟო  მოპასუხეებს არტიომ ელიაზიანს   და გოჩა აფაქიძეს  სს მისო „ქართული კრედიტი“-   სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული  საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 343.95 (სამას ორმოცდასამი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის, თბილისის სააპელაცო სასამართლოში 2025 წლის 23 აპრილის საგადასახადო დავალება №1745409987 გაწეული ხარჯის, უზრუნველყოფის ღონისძიების საფასურის 50 (ორმოცდაათი) ლარის  და  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2025 წლის 02 მაისის  საგადასახადო დავალება №2048673232  უძრავი ქონების აკრძალვის  წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე მის  მიერ გაწეული ხარჯის 26 (ოცდაექვსი)   ლარის   გადახდა;  გოჩა აფაქიძის  პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 10000 (ათი ათასი)  ლარით;   საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის   მოთხოვნათა დაცვით.             

3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს  არტიომ ელიაზიანს და  გოჩა აფაქიძეს   განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.          

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp