legia_logo

 

საქმე #001/7-25

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

05 სექტემბერი,  2025 წელი                                                                                                                                                    ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

                                          

საარბიტრაჟო მოსარჩელე: სს ,,ქართული კრედიტი“

წარმომადგენელი:    სოფიკო გიორგაძე;

საარბიტრაჟო მოპასუხე:     გიორგი დანელიშვილი;

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

:

 

2025 წლის 07 მარტს სს ,,ქართულმა კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის  გიორგი დანელიშვილის  მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2025 წლის 11 ივლისს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე გიორგი დანელიშვილს სს ,,მისო ქართული კრედიტი“- სასარგებლოდ  დაეკისროს 5606.11 (ხუთი ათას ექვსას ექვსი  ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს  3370.35 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 1889.13 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 346.63 ლარს);  საარბიტრაჟო  მოპასუხე  გიორგი დანელიშვილს სს მისო „ქართული კრედიტი“-  სასარგებლოდ  დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის, თბილისის სააპელაცო სასამართლოში 2025 წლის 07 მარტის საგადასახადო დავალება №1741335827 გაწეული ხარჯის, უზრუნველყოფის ღონისძიების საფასურის 50 (ორმოცდაათი) ლარის,  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2025 წლის 17 მარტის   საგადასახადო დავალება №1924069982  უძრავი ქონების აკრძალვის  წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე მის  მიერ გაწეული ხარჯის 26 (ოცდაექვსი) ლარის  გადახდა;    საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის   მოთხოვნათა დაცვით.          

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2025 წლის 24 ივლისს გაეგზავნა მოპასუხე  გიორგი დანელიშვილს,   მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ  გიორგი დანელიშვილი  საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატი არ გამოეხმაურა.      

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე გიორგი დანელიშვილს  საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/7-25-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2025 წლის 11 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge  აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

:

 

 1. საქმეზე #001/7-25 სს ,,ქართული კრედიტი“- საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის   გიორგი დანელიშვილის      მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;        

 2. საარბიტრაჟო მოპასუხე  გიორგი დანელიშვილს ეცნობოს, რომ  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/7-25-ზე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის   გიორგი დანელიშვილის   მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2025 წლის 13 იანვრის #001/87-24 გადაწყვეტილებით სს „ქართული კრედიტი“ს სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე   გიორგი დანელიშვილს    სს ,,მისო ქართული კრედიტი“-   სასარგებლოდ  დაეკისროს 5606.11 (ხუთი ათას ექვსას ექვსი  ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს  3370.35 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 1889.13 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 346.63 ლარს);  საარბიტრაჟო  მოპასუხე  გიორგი დანელიშვილს სს მისო „ქართული კრედიტი“-  სასარგებლოდ  დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის, თბილისის სააპელაცო სასამართლოში 2025 წლის 07 მარტის საგადასახადო დავალება №1741335827 გაწეული ხარჯის, უზრუნველყოფის ღონისძიების საფასურის 50 (ორმოცდაათი) ლარის,  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2025 წლის 17 მარტის   საგადასახადო დავალება №1924069982  უძრავი ქონების აკრძალვის  წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე მის  მიერ გაწეული ხარჯის 26 (ოცდაექვსი) ლარის  გადახდა;    საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის   მოთხოვნათა დაცვით.           

3. სარბიტრაჟო მოპასუხე გიორგი დანელიშვილს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.          

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp