legia_logo

საქმე #001/11-25

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

05 სექტემბერი,  2025 წელი                                                                                                                                                    ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

 

საარბიტრაჟო მოსარჩელე:  შპს ,,ტექნო  კრედიტ პლიუსი“

წარმომადგენელი:   გიორგი შალამბერიძე;

 

საარბიტრაჟო მოპასუხე:   ლევანი ბენდელიანი;

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

დავის  განმხილველი   არბიტრაჟის   არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ  განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

 

:

 

2025 წლის 02 მაისს შპს  ,,ტექნო  კრედიტ პლიუს“ -მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის ლევანი ბენდელიანის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2025 წლის 30 მაისს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“-ს სარჩელის  ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე -  ლევანი ბენდელიანს   შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი -ს სასარგებლოდ  დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 1898.62  (ერთი ათას რვაას  ოთხმოცდათვრამეტი ლარი და სამოცდაორი თეთრი) ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო მოპასუხე -  ლევანი ბენდელიანს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი -ს სასარგებლოდ  დაეკისროს პროცენტის  –  856.48  (რვაას ორმოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – ლევანი ბენდელიანს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი -ს სასარგებლოდ  დაეკისროს  ჯარიმის – 995.73 (ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო მოპასუხე –   ლევანი ბენდელიანს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი -ს სასარგებლოდ  დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 118.00  (ას თვრამეტი) ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.                

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2025 წლის 24 ივლისს გაეგზავნა მოპასუხე  ლევანი ბენდელიანს  საქმეში არსებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა, იმ მიზეზით რომ ადრესატი საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად ადრესატი ინფორმირებული იქნა გზავნილის შესახებ, მაგრამ არ გამოეხმაურა.                

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე  ლევანი ბენდელიანს   საჯარო  შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/11-25-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2025 წლის 30 მაისს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6  პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად  ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.geაღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

 

:

 

1. საქმეზე #001/11-25 შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის ლევანი ბენდელიანის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება  პუბლიკაციის მეშვეობით;

   2. საარბიტრაჟო მოპასუხე  ლევანი ბენდელიანს   ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო  სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/11-25-ზე შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“-ს სარჩელისა გამო   საარბიტრაჟო მოპასუხის  ლევანი ბენდელიანის   მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ  2025 წლის 30 მაისის #001/11-25 გადაწყვეტილებით შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე –  ლევანი ბენდელიანს   შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი -ს სასარგებლოდ  დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 1898.62  (ერთი ათას რვაას  ოთხმოცდათვრამეტი ლარი და სამოცდაორი თეთრი) ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო მოპასუხე -  ლევანი ბენდელიანს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი -ს სასარგებლოდ  დაეკისროს პროცენტის  –  856.48  (რვაას ორმოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – ლევანი ბენდელიანს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი -ს სასარგებლოდ  დაეკისროს  ჯარიმის – 995.73 (ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო მოპასუხე –   ლევანი ბენდელიანს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი -ს სასარგებლოდ  დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 118.00  (ას თვრამეტი) ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.                 

3. სარბიტრაჟო მოპასუხე  ლევანი ბენდელიანს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge   განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.         

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე  WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp