საქმე #001/10-25
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
02 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: სს ,,ქართული კრედიტი“
წარმომადგენელი: სოფიკო გიორგაძე;
საარბიტრაჟო მოპასუხეები: გიორგი დათუაშვილი; ლიანა დათუაშვილი;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2025 წლის 23 აპრილს სს ,,ქართულმა კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების გიორგი დათუაშვილის და ლიანა დათუაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2025 წლის 25 ივნისს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს გიორგი დათუაშვილს და ლიანა დათუაშვილს სს ,,მისო ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5072.46 (ხუთი ათას სამოცდათორმეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 3768.70ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 388.73 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 915.03 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხეებს გიორგი დათუაშვილს და ლიანა დათუაშვილს სს მისო „ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის, თბილისის სააპელაცო სასამართლოში 2025 წლის 23 აპრილის საგადასახადო დავალება №1745410016 გაწეული ხარჯის, უზრუნველყოფის ღონისძიების საფასურის 50 (ორმოცდაათი) ლარის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2025 წლის 02 მაისს საგადასახადო დავალება №2048673229 უძრავი ქონების აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე მის მიერ გაწეული ხარჯის 26 (ოცდაექვსი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2025 წლის 24 ივლისს გაეგზავნათ მოპასუხეებს გიორგი დათუაშვილს და ლიანა დათუაშვილს, მაგრამ ვერ ჩაბარდათ იმ საფუძვლით, რომ ლიანა დათუაშვილმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, მოპასუხე – გიორგი დათუაშვილი საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, ხოლო ოჯახის წევრმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხეებს გიორგი დათუაშვილს და ლიანა დათუაშვილს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/10-25-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2025 წლის 25 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/10-25 სს ,,ქართული კრედიტი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების გიორგი დათუაშვილის და ლიანა დათუაშვილის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს გიორგი დათუაშვილს და ლიანა დათუაშვილს ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/10-25-ზე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების გიორგი დათუაშვილის და ლიანა დათუაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2025 წლის 25 ივნისის #001/10-25 გადაწყვეტილებით სს „ქართული კრედიტი“ს სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს გიორგი დათუაშვილს და ლიანა დათუაშვილს სს ,,მისო ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5072.46 (ხუთი ათას სამოცდათორმეტი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 3768.70ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 388.73 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 915.03 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხეებს გიორგი დათუაშვილს და ლიანა დათუაშვილს სს მისო „ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის, თბილისის სააპელაცო სასამართლოში 2025 წლის 23 აპრილის საგადასახადო დავალება №1745410016 გაწეული ხარჯის, უზრუნველყოფის ღონისძიების საფასურის 50 (ორმოცდაათი) ლარის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2025 წლის 02 მაისს საგადასახადო დავალება №2048673229 უძრავი ქონების აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე მის მიერ გაწეული ხარჯის 26 (ოცდაექვსი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს გიორგი დათუაშვილს და ლიანა დათუაშვილს განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.



