საქმე #001/97-24
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
01 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,ევრო კრედიტ +“
წარმომადგენელი: თამარ თავართქილაძე;
საარბიტრაჟო მოპასუხე: შალვა ჯანელიძე;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2024 წლის 12 დეკემბერს შპს ,,ევრო კრედიტ +“ -მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის შალვა ჯანელიძის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2025 წლის 11 ივლისს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხე - შალვა ჯანელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 2439.74 (ორი ათას ოთხას ოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - შალვა ჯანელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს სესხზე დარიცხული სარგებლის - 760.36 (შვიდას სამოცი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – შალვა ჯანელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს – 750.00 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - შალვა ჯანელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 100.00 (ასი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2025 წლის 24 ივლისს გაეგზავნა მოპასუხე შალვა ჯანელიძეს, მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ შალვა ჯანელიძე საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატი არ გამოეხმაურა.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე შალვა ჯანელიძეს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/97-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2025 წლის 11 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/97-24 შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის შალვა ჯანელიძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხე შალვა ჯანელიძეს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/97-24-ზე შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის შალვა ჯანელიძის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2025 წლის 11 ივლისის #001/97-24 გადაწყვეტილებით შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე შალვა ჯანელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 2439.74 (ორი ათას ოთხას ოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - შალვა ჯანელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს სესხზე დარიცხული სარგებლის - 760.36 (შვიდას სამოცი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – შალვა ჯანელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს – 750.00 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - შალვა ჯანელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 100.00 (ასი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხე შალვა ჯანელიძეს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.



