legia_logo

საქმე #001/93-24

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

01 სექტემბერი,  2025 წელი                                                                                                                                       ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

 

 საარბიტრაჟო მოსარჩელე:  სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის   კაპიტალ;

წარმომადგენელი:   გიგა სოლომნიშვილი;

 

საარბიტრაჟო მოპასუხეები:  მერი ჯინჭარაძე; ბადრი ირემაძე;

 

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

 

დავის  განმხილველი   არბიტრაჟის   არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ  განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

 

:

 

2024 წლის 27  ნოემბერს  სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის   კაპიტალ-მა  საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების მერი ჯინჭარაძის და ბადრი ირემაძის  მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2025 წლის 05 ივნისს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის  კაპიტალ-ის  სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს -  მერი ჯინჭარაძეს   და ბადრი ირემაძეს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  სვის კაპიტალ“-ის   სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ  2211.56 (ორი ათას ორას თერთმეტი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა  (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა – 1285.13  ლარი; სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი – 289.53  ლარი;  სესხზე  დარიცხული პირგასამტეხლო   - 636.90 ლარი); საარბიტრაჟო მოპასუხეებს -  მერი ჯინჭარაძეს   და ბადრი ირემაძეს    სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  სვის კაპიტალ“-ის   სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ 2024 წლის 15 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე სესხზე დარიცხული ყოველდღიური სარგებელი 2.57 (ორი ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის  გადახდა;  საარბიტრაჟო მოპასუხეებს - მერი ჯინჭარაძეს და ბადრი ირემაძეს სს „მისო სვის კაპიტალ“-ის  სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ  გირავნობის მოწმობის აღების და აღსრულების საფასური 185.00 (ას ოთხმოცდახუთი ლარი) ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო მოპასუხეებს - მერი ჯინჭარაძეს და ბადრი ირემაძეს სს „მისო სვის კაპიტალ“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ   საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 177.00  (ას სამოცდაჩვიდმეტი ლარი)   ლარის  გადახდა;    ბადრი ირემაძის  -  პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა    განისაზღვროს – 5.140 (ხუთი ათას ას ორმოცი) ლარით; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.      

 საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2025 წლის 24 ივლისს გაეგზავნათ მოპასუხეებს მერი ჯინჭარაძეს და ბადრი ირემაძეს საქმეში არსებულ მისამართზე, მაგრამ სასამართლო გზავნილი მათზე ჩაბარებულ ვერ იქნა იმ საფუძვლით, რომ  მერი ჯინჭარაძე და ბადრი ირემაძე საქმეში მითითებულ მისამართზე ვერ მოიძებნენ.    

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე  მერი ჯინჭარაძეს და ბადრი ირემაძეს  საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში  საარბიტრაჟო საქმე #001/93-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2025 წლის 05 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge  აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

 

:

 

1. საქმეზე #001/93-24  სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის  კაპიტალ-ის    საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების მერი ჯინჭარაძის და ბადრი ირემაძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე  განხორციელდეს  საჯარო  შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;

2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს მერი ჯინჭარაძეს და ბადრი ირემაძეს ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/93-24-ზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის  კაპიტალ-ის  სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების  მერი ჯინჭარაძის და ბადრი ირემაძის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2025 წლის 05 ივნისის #001/93-24 გადაწყვეტილებით სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს   მერი ჯინჭარაძეს   და ბადრი ირემაძეს  სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  სვის კაპიტალ“-ის   სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ  2211.56 (ორი ათას ორას თერთმეტი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა  (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა – 1285.13  ლარი; სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი – 289.53  ლარი;  სესხზე  დარიცხული პირგასამტეხლო   - 636.90 ლარი); საარბიტრაჟო მოპასუხეებს -  მერი ჯინჭარაძეს   და ბადრი ირემაძეს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  სვის კაპიტალ“-ის   სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ 2024 წლის 15 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე სესხზე დარიცხული ყოველდღიური სარგებელი   2.57 (ორი ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი)  ლარის  გადახდა;  საარბიტრაჟო მოპასუხეებს –  მერი ჯინჭარაძეს და ბადრი ირემაძეს   სს „მისო სვის კაპიტალ“-ის  სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ  გირავნობის მოწმობის აღების და აღსრულების საფასური 185.00 (ას ოთხმოცდახუთი ლარი) ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო მოპასუხეებს –  მერი ჯინჭარაძეს და ბადრი ირემაძეს სს „მისო სვის კაპიტალ“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ  საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 177.00  (ას სამოცდაჩვიდმეტი ლარი)   ლარის  გადახდა;    ბადრი ირემაძის  -  პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა    განისაზღვროს – 5.140 (ხუთი ათას ას ორმოცი)  ლარით;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის  მოთხოვნათა დაცვით.       

 3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს მერი ჯინჭარაძეს და ბადრი ირემაძეს განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge  განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.

 

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp