საქმე #001/95-24
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
28 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: სს ,,მისო ევრო კრედიტი“
წარმომადგენელი: მარიამ ფირანაშვილი;
საარბიტრაჟო მოპასუხე: პლატონ კორიფაძე;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2024 წლის 06 დეკემბერ სს ,,მისო ევრო კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის პლატონ კორიფაძის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2025 წლის 31 მარტს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხე - პლატონ კორიფაძეს სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის – 2237.93 (ორი ათას ორას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდაცამეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – პლატონ კორიფაძეს სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ვადაგადაცილებული სარგებლის 499.16 (ოთხას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – პლატონ კორიფაძეს სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის შემოტანის დღიდან (06.12.2024 წლიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (21.12.2026 წლისა), მიუღებელი შემოსავლის სახით გადაუხდელი ძირითადი თანხის წლიური 41.28%-ის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - პლატონ კორიფაძეს სს „მისო ევრო კრედიტის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს – 1169.95 (ერთი ათას ას სამოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - პლატონ კორიფაძეს სს „მისო ევრო კრედიტის“ სასარგებლოდ დაეკისროს სააღსრულებო წარმოების ხარჯი – 120 (ას ოცი ლარი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - პლატონ კორიფაძეს სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსაკრებელის -100.00 (ასი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2025 წლის 25 აპრილს გაეგზავნა მოპასუხე პლატონ კორიფაძეს, მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ პლატონ კორიფაძე იმყოფება საზღვარგარეთ.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე პლატონ კორიფაძეს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/95-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2025 წლის 31 მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით www.legia.geაღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/95-24 სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის პლატონ კორიფაძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხე პლატონ კორიფაძეს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/95-24-ზე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის პლატონ კორიფაძის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2025 წლის 31 მარტის #001/95-24 გადაწყვეტილებით სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე -პლატონ კორიფაძეს სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის – 2237.93 (ორი ათას ორას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდაცამეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – პლატონ კორიფაძეს სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ვადაგადაცილებული სარგებლის 499.16 (ოთხას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – პლატონ კორიფაძეს სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის შემოტანის დღიდან (06.12.2024 წლიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (21.12.2026 წლისა), მიუღებელი შემოსავლის სახით გადაუხდელი ძირითადი თანხის წლიური 41.28%-ის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - პლატონ კორიფაძეს სს „მისო ევრო კრედიტის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს – 1169.95 (ერთი ათას ას სამოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - პლატონ კორიფაძეს სს „მისო ევრო კრედიტის“ სასარგებლოდ დაეკისროს სააღსრულებო წარმოების ხარჯი – 120 (ას ოცი ლარი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - პლატონ კორიფაძეს სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსაკრებელის -100.00 (ასი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხე პლატონ კორიფაძეს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე www.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე www.legia.ge.