legia_logo

საქმე N001/93-24

   ილ

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს  სახელით

საჯარო შეტყობინების შესახებ

21 მაისი, 2025 წელი                                                                                                                                                                  ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი   მერაბ ჭიკაიძე

საარბიტრაჟო მოსარჩელე:  სს მისო სვის კაპიტალი”

წარმომადგენელი:   გიგა სოლომნიშვილი;

საარბიტრაჟო მოპასუხეები:  მერი ჯინჭარაძე;  ბადრი ირემაძე;    

დავის  განმხილველი   არბიტრაჟის   არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ  განვიხილე პუბლიკაციის  მეშვეობით  საჯარო შეტყობინების  საკითხი  და

:

 2024 წლის 27 ნოემბერს სს მისო სვის კაპიტალ”-მა  საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების  მერი ჯინჭარაძის და  ბადრი ირემაძის     მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე. მოცემული საქმის განხილვის მომზადების მიზნით საარბიტრაჟო გზავნილი – საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ,,არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო მოპასუხეებს -  მერი ჯინჭარაძეს    ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ოთხჯერ   სახელდობრ  2024 წლის 28 ნოემბერს, 2025 წლის 20 იანვარს, 2025 წლის 13 მარტს და 2025 წლის 25 აპრილს, მოპასუხე - ბადრი ირემაძეს  ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ორჯერ   სახელდობრ  2024 წლის 28 ნოემბერს და  2025 წლის 20 იანვარს იმ მისამართზე, რაც საარბიტრაჟო სარჩელით იყო წარმოდგენილი და რაც მითითებულია მხარეთა შორის 2017 წლის 26 დეკემბრის საკრედიტო  და თავდებობის ხელშეკრულებებში, მაგრამ საარბიტრაჟო მოპასუხეთათვის გზავნილის მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. კერძოდ, როგორც აღნიშნულ გზავნილებზე უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელებული ჩანაწერებით ირკვევა, მოპასუხეები -  მერი ჯინჭარაძე და  ბადრი ირემაძე საქმეში არსებულ მისამართზე  სახლში არ იმყოფებოდნენ, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატები არ გამოეხმაურნენ, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები საქმეში არსებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გადაეგზავნათ მოპასუხეებს, ასევე არბიტრის თანაშემწის მიერ განხორცილედა სატელეფონო კომუნიკაცია (იხ. სატელეფონო აქტები).

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად  ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახიოლველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  ვიხელმძღვანელე  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

:

1. საქმეზე N001/93-24  სს მისო სვის კაპიტალი”-ს  საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების  მერი ჯინჭარაძის და  ბადრი ირემაძის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით.

 

2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს  მერი ჯინჭარაძეს და  ბადრი ირემაძეს  ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს წარმოებაშია საარბიტრაჟო საქმე N001/93-24 სს მისო ,,სვის კაპიტალი”-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების  მერი ჯინჭარაძის და  ბადრი ირემაძის      მიმართ  დავალიანების თანხის დაკისრების    შესახებ;

3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს მერი ჯინჭარაძეს და  ბადრი ირემაძეს  ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების  მე-6 მუხლის შესაბამისად 05 (ხუთი) დღის ვადაში მოაწოდოს პასუხი აღნიშნულ საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს  ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს მდებარე: ქალაქი  თბილისი, პეტრე ქავთარაძის  ქუჩის  I  შესახვევი #10, საოფისე ფართი 12ბ, სართული 5.   ტელ: 597 05 55 46.

4. სარბიტრაჟო მოპასუხეებს მერი ჯინჭარაძეს და  ბადრი ირემაძეს  განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული მასალები მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს ვებ გვერდზე WWW.legia.ge. განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.

5. სარბიტრაჟო მოპასუხეებს მერი ჯინჭარაძეს და  ბადრი ირემაძეს  განემარტოთ, რომ ,,არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის, მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  დებულების 2.10 მუხლისა და მხარეთა შორის 2017 წლის 26 დეკემბრის თარიღით დადებული შეთანხმებების თანახმად, არბიტრაჟის მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება ზეპირი განხილვის გარეშე, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.

6. წინამდებარე დადგენილება გამოქყევყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ -ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp