საქმე #001/99-24
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
19 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: სს ,,ქართული კრედიტი“
წარმომადგენელი: სოფიკო გიორგაძე;
საარბიტრაჟო მოპასუხეები: ზაზა ტაბატაძე; მარინე ტაბატაძე;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2024 წლის 25 დეკემბერს სს ,,ქართულმა კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების ზაზა ტაბატაძის და მარინე ტაბატაძის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2025 წლის 28 მარტს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს ზაზა ტაბატაძეს და მარინე ტაბატაძეს სს ,,მისო ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზაზა ტაბატაძეს და მარინე ტაბატაძეს სს ,,მისო ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2525.96 (ორი ათას ხუთას ოცდახუთი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 1668.34 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 396.33 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 461.29 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხეებს ზაზა ტაბატაძეს და მარინე ტაბატაძეს სს მისო „ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ყოველდღიურად დარიცხული პროცენტი ძირ თანხაზე – 1.62 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან 2024 წლის 25 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე; საარბიტრაჟო მოპასუხეებს ზაზა ტაბატაძეს და მარინე ტაბატაძეს სს მისო „ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2025 წლის 25 აპრილს გაეგზავნათ მოპასუხეებს ზაზა ტაბატაძეს და მარინე ტაბატაძეს, მაგრამ ვერ ჩაბარდათ იმ საფუძვლით, რომ ზაზა ტაბატაძე და მარინე ტაბატაძე საქმეში არსებულ მისამართზე ვერ მოიძებნენ.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხეებს ზაზა ტაბატაძეს და მარინე ტაბატაძეს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/99-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2025 წლის 28 მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/99-24 სს ,,ქართული კრედიტი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების ზაზა ტაბატაძის და მარინე ტაბატაძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს ზაზა ტაბატაძეს და მარინე ტაბატაძეს ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/99-24-ზე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების ზაზა ტაბატაძის და მარინე ტაბატაძის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2025 წლის 28 მარტის #001/99-24 გადაწყვეტილებით სს „ქართული კრედიტი“ს სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს ზაზა ტაბატაძეს და მარინე ტაბატაძეს სს ,,მისო ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზაზა ტაბატაძეს და მარინე ტაბატაძეს სს ,,მისო ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2525.96 (ორი ათას ხუთას ოცდახუთი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 1668.34 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 396.33 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 461.29 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხეებს ზაზა ტაბატაძეს და მარინე ტაბატაძეს სს მისო „ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ყოველდღიურად დარიცხული პროცენტი ძირ თანხაზე – 1.62 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან 2024 წლის 25 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე; საარბიტრაჟო მოპასუხეებს ზაზა ტაბატაძეს და მარინე ტაბატაძეს სს მისო „ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს ზაზა ტაბატაძეს და მარინე ტაბატაძეს განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.