საქმე #001/5-25
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
19 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,მულტი კრედიტ პლიუსი“
წარმომადგენელი: გიორგი შალამბერიძე;
საარბიტრაჟო მოპასუხე: არსენა ასიტაშვილი;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2025 წლის 07 მარტს შპს ,,მულტი კრედიტ პლიუს“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის არსენა ასიტაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2025 წლის 28 მარტს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს ,,მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე - არსენა ასიტაშვილს შპს მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 931.32 (ცხრაას ოცდათერთმეტი ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - არსენა ასიტაშვილს შპს მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პროცენტის – 391.11 (სამას ოთხმოცდათერთმეტი ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - არსენა ასიტაშვილს შპს მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის – 502.94 (ხუთას ორი ლარი და ოთხმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – არსენა ასიტაშვილს შპს მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 118.00 (ას თვრამეტი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2025 წლის 25 აპრილს გაეგზავნა მოპასუხე არსენა ასიტაშვილს საქმეში არსებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა, იმ მიზეზით რომ არსენა ასიტაშვილი საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატი არ გამოეხმაურა.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე არსენა ასიტაშვილს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/5-25-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2025 წლის 28 მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/5-25 შპს ,,მულტი კრედიტ პლიუსი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის არსენა ასიტაშვილის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხე არსენა ასიტაშვილს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/5 -25-ზე შპს ,,მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის არსენა ასიტაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2025 წლის 28 მარტის #001/5-25 გადაწყვეტილებით შპს ,,მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე - არსენა ასიტაშვილს შპს მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 931.32 (ცხრაას ოცდათერთმეტი ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - არსენა ასიტაშვილს შპს მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პროცენტის – 391.11 (სამას ოთხმოცდათერთმეტი ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - არსენა ასიტაშვილს შპს მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის – 502.94 (ხუთას ორი ლარი და ოთხმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – არსენა ასიტაშვილს შპს მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 118.00 (ას თვრამეტი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხე არსენა ასიტაშვილს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.



