legia_logo

საქმე #001/90-24

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

19 მაისი,  2025 წელი                                                                                                                                                    ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

 

საარბიტრაჟო მოსარჩელე:   შპს ,,მისო კროს კრედიტი“

წარმომადგენელი:   გიორგი შალამბერიძე;

 

საარბიტრაჟო მოპასუხე:    გოჩა მეგრელიშვილი;

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

დავის  განმხილველი   არბიტრაჟის   არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ  განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

 

:

 

2024 წლის 31 ოქტომბერს შპს ,,მისო კროს კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის გოჩა მეგრელიშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2025 წლის 14 აპრილს  და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე - გოჩა მეგრელიშვილს შპს  ,,მისო კროს კრედიტი“-   სასარგებლოდ დაეკისროს   5735.16 (ხუთი ათას შვიდას ოცდათხუთმეტი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა  (საიდანაც სესხის  ძირი თანხა შეადგენს 2975.30 ლარსგადაუხდელი პროცენტი  1256.77 ლარსდარიცხული პირგასამტეხლო ძირზე – 1503.09 ლარს);   საარბიტრაჟო მოპასუხე -  გოჩა მეგრელიშვილს  შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სასარგებლოდ  დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 118.00 (ას თვრამეტი) ლარის  გადახდა;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.         

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2025 წლის 25 აპრილს გაეგზავნა მოპასუხე  გოჩა მეგრელიშვილს   საქმეში არსებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა, იმ მიზეზით რომ ადრესატი საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა,  კურიერის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ადრესატი ინფორმირებული იქნა გზავნილის შესახებ, მაგრამ არ გამოეხმაურა.

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე  გოჩა მეგრელიშვილს  საჯარო   შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/90-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2025 წლის 14 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად  ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით  WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  ვიხელმძღვანელე  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

 

:

 

1. საქმეზე #001/90-24 შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის  გოჩა მეგრელიშვილის      მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება  პუბლიკაციის მეშვეობით;

2. საარბიტრაჟო მოპასუხე  გოჩა მეგრელიშვილს  ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო  სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/90-24-ზე შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს  სარჩელისა გამო  საარბიტრაჟო მოპასუხის გოჩა მეგრელიშვილის  მიმართ  დავალიანების გადახდევინების შესახებ  2025 წლის 14 აპრილის #001/90-24 გადაწყვეტილებით შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სარჩელი  ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე    გოჩა მეგრელიშვილს შპს  ,,მისო კროს კრედიტი“-   სასარგებლოდ დაეკისროს   5735.16 (ხუთი ათას შვიდას ოცდათხუთმეტი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა  (საიდანაც სესხის  ძირი თანხა შეადგენს 2975.30 ლარსგადაუხდელი პროცენტი  1256.77 ლარსდარიცხული პირგასამტეხლო ძირზე – 1503.09 ლარს);   საარბიტრაჟო მოპასუხე -  გოჩა მეგრელიშვილს  შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სასარგებლოდ  დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 118.00 (ას თვრამეტი) ლარის  გადახდა;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.                   

3. სარბიტრაჟო მოპასუხე გოჩა მეგრელიშვილს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.

 

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე   WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp