legia_logo

საქმე #001/80-24

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

10  თებერვალი,  2025 წელი                                                                                                                                            ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

 

 საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,ევრო კრედიტ +“   

წარმომადგენელი:  ქეთევან აბჟანდაძე;

საარბიტრაჟო მოპასუხე:   დავით კალატოზიშვილი;

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

 

დავის  განმხილველი   არბიტრაჟის   არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ  განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

 

:

 

2024 წლის 15 აგვისტოს შპს ,,ევრო კრედიტ +“ -მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის დავით კალატოზიშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2024 წლის 24 დეკემბერს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხე -   დავით კალატოზიშვილს    შპს ,,ევრო კრედიტ + სასარგებლოდ    დაეკისროს  სესხის  ძირი  თანხის  – 3350.32  (სამი ათას სამას ორმოცდაათი ლარი და  ოცდათორმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე -  დავით კალატოზიშვილს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ  დაეკისროს  სესხზე დარიცხული სარგებლის – 2308.73  (ორი ათას სამას რვა ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარის გადახდა;   საარბიტრაჟო მოპასუხე -  დავით კალატოზიშვილს შპს ,,ევრო კრედიტ +სასარგებლოდ    დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 113.18 (ას ცამეტი ლარი და თვრამეტი თეთრი) ლარის გადახდა;    საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.                           

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2025 წლის 20 იანვარს გაეგზავნა მოპასუხე  დავით კალატოზიშვილს,  მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ დავით კალატოზიშვილი საქმეში არსებულ მისამართზე   არ ცხოვრობს.

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე დავით კალატოზიშვილს    საჯარო  შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/80-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 24 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად  ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge  აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

 

:

 

1. საქმეზე #001/80-24 შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის დავით კალატოზიშვილის                 მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება  პუბლიკაციის მეშვეობით;

2. საარბიტრაჟო მოპასუხე  დავით კალატოზიშვილს  ეცნობოს, რომ  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/80-24-ზე შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის  სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის  დავით კალატოზიშვილის  მიმართ დავალიანების  გადახდევინების შესახებ 2024 წლის 24 დეკემბრის #001/80-24 გადაწყვეტილებით შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელი  დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე   დავით კალატოზიშვილს  შპს ,,ევრო კრედიტ + სასარგებლოდ    დაეკისროს  სესხის  ძირი  თანხის  – 3350.32  (სამი ათას სამას ორმოცდაათი ლარი და  ოცდათორმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე -  დავით კალატოზიშვილს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ  დაეკისროს  სესხზე დარიცხული სარგებლის – 2308.73  (ორი ათას სამას რვა ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარის გადახდა;   საარბიტრაჟო მოპასუხე -  დავით კალატოზიშვილს შპს ,,ევრო კრედიტ +სასარგებლოდ  დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 113.18 (ას ცამეტი ლარი და თვრამეტი თეთრი) ლარის გადახდა;    საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.                           

3. სარბიტრაჟო მოპასუხე დავით კალატოზიშვილს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge  განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.  

 

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp