საქმე N001/84-24
დ ა დ გ ე ნ ილ ე ბ ა
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს სახელით
საჯარო შეტყობინების შესახებ
20 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: სს მისო ,,ქართული კრედიტი”
წარმომადგენელი: სოფიკო გიორგაძე;
საარბიტრაჟო მოპასუხეები: ნოდარი დაუდიშვილი; მზია მწარიაშვილი-დაუდიშვილი; გივი გოგინაშვილი;
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2024 წლის 24 სექტემბერს სს მისო ,,ქართულმა კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების ნოდარი დაუდიშვილის მზია მწარიაშვილი-დაუდიშვილის და გივი გოგინაშვილის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე. მოცემული საქმის განხილვის მომზადების მიზნით საარბიტრაჟო გზავნილი – საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ,,არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო მოპასუხეებს - ნოდარი დაუდიშვილს და მზია მწარიაშვილი-დაუდიშვილს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნათ ორ-ორჯერ, სახელდობრ 2024 წლის 29 ოქტომბერს და 2024 წლის 12 ნოემბერს, მოპასუხე – გივი გოგინაშვილს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა სამჯერ, სახელდობრ 2024 წლის 29 ოქტომბერს, 2024 წლის 12 ნოემბერს და 2024 წლის 26 ნოემბერს იმ მისამართზე, რაც საარბიტრაჟო სარჩელით იყო წარმოდგენილი და რაც მითითებულია მხარეთა შორის 2021 წლის 29 ოქტომბრის საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებაში, მაგრამ საარბიტრაჟო მოპასუხეთათვის გზავნილის მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. კერძოდ, როგორც აღნიშნულ გზავნილებზე უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელებული ჩანაწერებით ირკვევა, მოპასუხეები - ნოდარი დაუდიშვილი და მზია მწარიაშვილი-დაუდიშვილი საქმეში არსებულ მისამართზე არ ცხოვრობენ, ხოლო მოპასუხე - გივი გოგინაშვილი საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად ადრესატი ინფორმირებული იქნა გზავნილის შესახებ, მაგრამ არ გამოეხმაურა, ასევე არბიტრის თანაშემწის მიერ განხორცილდა სატელეფონო კომუნიკაცია (იხ. სატელეფონო აქტები საქმეში).
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახიოლველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე N001/84-24 სს მისო ,,ქართული კრედიტი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების ნოდარი დაუდიშვილის, მზია მწარიაშვილი-დაუდიშვილის და გივი გოგინაშვილის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით.
2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს ნოდარი დაუდიშვილს, მზია მწარიაშვილი-დაუდიშვილს და გივი გოგინაშვილს ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს წარმოებაშია საარბიტრაჟო საქმე N001/84-24 სს მისო ,,ქართული კრედიტი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების ნოდარი დაუდიშვილის, მზია მწარიაშვილი-დაუდიშვილის და გივი გოგინაშვილის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების შესახებ;
3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს ნოდარი დაუდიშვილს, მზია მწარიაშვილი-დაუდიშვილს და გივი გოგინაშვილს ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად 05 (ხუთი) დღის ვადაში მოაწოდოს პასუხი აღნიშნულ საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს მდებარე: ქალაქი თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქუჩის I შესახვევი #10, საოფისე ფართი 12ბ, სართული 5. ტელ: 597 05 55 46.
4. სარბიტრაჟო მოპასუხეებს ნოდარი დაუდიშვილს, მზია მწარიაშვილი-დაუდიშვილს და გივი გოგინაშვილს განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული მასალები მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს ვებ გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.
5. სარბიტრაჟო მოპასუხეებს ნოდარი დაუდიშვილს, მზია მწარიაშვილი-დაუდიშვილს და გივი გოგინაშვილს განემარტოთ, რომ ,,არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის, მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 2.10 მუხლისა და მხარეთა შორის 2021 წლის 29 ოქტომბრის თარიღით დადებული შეთანხმების თანახმად, არბიტრაჟის მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება ზეპირი განხილვის გარეშე, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.
6. წინამდებარე დადგენილება გამოქყევყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ -ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.