legia_logo

საქმე #001/88-24

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

20 დეკემბერი,  2024 წელი                                                                                                                                                    ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

                                          

საარბიტრაჟო მოსარჩელე: სს ,,ქართული კრედიტი“

წარმომადგენელი:    სოფიკო გიორგაძე;

საარბიტრაჟო მოპასუხეები:    ზაქარია ქევხიშვილი;  სოფიო ქევხიშვილი;

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

:

 

2024 წლის 24 სექტემბერს სს ,,ქართულმა კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების ზაქარია ქევხიშვილის და სოფიო ქევხიშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2024 წლის 29 ნოემბერს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს ზაქარია ქევხიშვილს და სოფიო ქევხიშვილს  სს ,,მისო ქართული კრედიტი“- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 10467.95 (ათი ათას ოთხას სამოცდაშვიდი ლარი და  ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 8956.16 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 1237.47 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 274.32 ლარს);   საარბიტრაჟო  მოპასუხეებს ზაქარია ქევხიშვილს  და სოფიო ქევხიშვილს სს მისო „ქართული კრედიტი“-  სასარგებლოდ დაეკისროს ყოველდღიურად დარიცხული პროცენტი ძირ თანხაზე – 6.87 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან 2024 წლის 24 სექტემბრიდან  ვალდებულების სრულად შესრულებამდე; საარბიტრაჟო  მოპასუხეებს  ზაქარია ქევხიშვილს  და სოფიო ქევხიშვილს სს მისო „ქართული კრედიტი“- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 209.36 (ორას ცხრა ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის,  თბილისის სააპელაცო სასამართლოში 2024 წლის 26 სექტემბრის  საგადასახადო დავალება №1727358846 გაწეული ხარჯის, უზრუნველყოფის ღონისძიების საფასურის 50 (ორმოცდაათი) ლარის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 04 ოქტომბრის  საგადასახადო დავალება №1508651499  უძრავი ქონების აკრძალვის  წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე მის  მიერ გაწეული ხარჯის 26 (ოცდაექვსი)   ლარის   გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის   მოთხოვნათა დაცვით.             

 საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 09 დეკემბერს გაეგზავნათ მოპასუხეებს  ზაქარია ქევხიშვილს და სოფიო ქევხიშვილს,  მაგრამ ვერ ჩაბარდათ იმ საფუძვლით, რომ  ზაქარია ქევხიშვილი და სოფიო ქევხიშვილი საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდნენ, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატები არ გამოეხმაურნენ.

    

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხეებს ზაქარია ქევხიშვილს და სოფიო ქევხიშვილს,  საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/88-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 29 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:   არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

:

 

 1. საქმეზე #001/88-24 სს ,,ქართული კრედიტი“- საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების ზაქარია ქევხიშვილის და სოფიო ქევხიშვილის   მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;       

 2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს  ზაქარია ქევხიშვილს და სოფიო ქევხიშვილს  ეცნობოთ, რომ  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/88-24-ზე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების ზაქარია ქევხიშვილის და სოფიო ქევხიშვილის   მიმართ  დავალიანების გადახდევინების შესახებ 2024 წლის 29 ნოემბრის #001/88-24 გადაწყვეტილებით სს „ქართული კრედიტი“ს სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს   ზაქარია ქევხიშვილს და სოფიო ქევხიშვილს  სს ,,მისო ქართული კრედიტი“- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 10467.95 (ათი ათას ოთხას სამოცდაშვიდი ლარი და  ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 8956.16 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 1237.47 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 274.32 ლარს);   საარბიტრაჟო  მოპასუხეებს ზაქარია ქევხიშვილს  და სოფიო ქევხიშვილს სს მისო „ქართული კრედიტი“-  სასარგებლოდ დაეკისროს ყოველდღიურად დარიცხული პროცენტი ძირ თანხაზე – 6.87 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან 2024 წლის 24 სექტემბრიდან  ვალდებულების სრულად შესრულებამდე; საარბიტრაჟო  მოპასუხეებს  ზაქარია ქევხიშვილს  და სოფიო ქევხიშვილს სს მისო „ქართული კრედიტი“- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 209.36 (ორას ცხრა ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის,  თბილისის სააპელაცო სასამართლოში 2024 წლის 26 სექტემბრის  საგადასახადო დავალება №1727358846 გაწეული ხარჯის, უზრუნველყოფის ღონისძიების საფასურის 50 (ორმოცდაათი) ლარის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 04 ოქტომბრის  საგადასახადო დავალება №1508651499  უძრავი ქონების აკრძალვის  წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე მის  მიერ გაწეული ხარჯის 26 (ოცდაექვსი)   ლარის   გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის   მოთხოვნათა დაცვით.             

 3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს ზაქარია ქევხიშვილს  და სოფიო ქევხიშვილს განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.          

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებგვერდზე  WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp