საქმე #001/79-24
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
16 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,ევრო კრედიტ +“
წარმომადგენელი: ნატო მახარაშვილი;
საარბიტრაჟო მოპასუხეები: გურამი მიქელაძე; სევერიანე კიკვაძე;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2024 წლის 15 აგვისტოს შპს ,,ევრო კრედიტ +“ -მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების გურამი მიქელაძის და სევერიანე კიკვაძის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2024 წლის 04 ნოემბერს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხეებს - გურამი მიქელაძეს და სევერიანე კიკვაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის – 7912 (შვიდი ათას ცხრაას თორმეტი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს – გურამი მიქელაძეს და სევერიანე კიკვაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული სარგებლის - 6110.02 (ექვსი ათას ას ათი ლარი და ორი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს – გურამი მიქელაძეს და სევერიანე კიკვაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს - 651.37 (ექვსას ორმოცდათერთმეტი ლარი და ოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის გადახდა; სევერიანე კიკვაძის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს – 45000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარით; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - გურამი მიქელაძეს და სევერიანე კიკვაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 323.86 (სამას ოცდასამი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 19 ნოემბერს გაეგზავნათ მოპასუხეებს გურამი მიქელაძეს და სევერიანე კიკვაძეს, მაგრამ ვერ ჩაბარდათ იმ მიზეზით, რომ გურამი მიქელაძე და სევერიანე კიკვაძე საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდნენ, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატები არ გამოეხმაურნენ.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხეებს გურამი მიქელაძეს და სევერიანე კიკვაძეს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/79-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 04 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/79-24 შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის (ს/ნ 404915561) საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების გურამი მიქელაძის და სევერიანე კიკვაძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს გურამი მიქელაძეს და სევერიანე კიკვაძეს ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/79-24-ზე შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების გურამი მიქელაძის და სევერიანე კიკვაძის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2024 წლის 04 ნოემბრის #001/79-24 გადაწყვეტილებით შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს გურამი მიქელაძეს და სევერიანე კიკვაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის – 7912 (შვიდი ათას ცხრაას თორმეტი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს – გურამი მიქელაძეს და სევერიანე კიკვაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული სარგებლის - 6110.02 (ექვსი ათას ას ათი ლარი და ორი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს – გურამი მიქელაძეს და სევერიანე კიკვაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს - 651.37 (ექვსას ორმოცდათერთმეტი ლარი და ოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის გადახდა; სევერიანე კიკვაძის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს – 45000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარით; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - გურამი მიქელაძეს და სევერიანე კიკვაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 323.86 (სამას ოცდასამი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს გურამი მიქელაძეს და სევერიანე კიკვაძეს განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.