საქმე #001/72-24
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
20 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,ევრო კრედიტ +“
წარმომადგენელი: ქეთევან აბჟანდაძე;
საარბიტრაჟო მოპასუხეები: ზურაბ ძაძამია; მიხეილ კალანდაძე;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2024 წლის 26 ივლისს შპს ,,ევრო კრედიტ +“ -მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების ზურაბ ძაძამიას და მიხეილ კალანდაძეს მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2024 წლის 31 ოქტომბერს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხეებს - ზურაბ ძაძამიას და მიხეილ კალანდაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის – 1127.07 (ერთი ათას ას ოცდაშვიდი ლარი და შვიდი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - ზურაბ ძაძამიას და მიხეილ კალანდაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული სარგებლის – 224.55 (ორას ოცდაოთხი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს – ზურაბ ძაძამიას და მიხეილ კალანდაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +”-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს – 1701.09 (ერთი ათას შვიდას ერთი ლარი და ცხრა თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - ზურაბ ძაძამიას და მიხეილ კალანდაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სააღსრულებო წარმოების ხარჯის – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - ზურაბ ძაძამიას და მიხეილ კალანდაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 200.14 (ორასი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 05 ნოემბერს გაეგზავნათ მოპასუხეებს ზურაბ ძაძამიას და მიხეილ კალანდაძეს, მაგრამ ვერ ჩაბარდათ იმ მიზეზით, რომ ზურაბ ძაძამია საქმეში არსებულ მისამართზე ვერ მოიძებნა, ხოლო მიხეილ კალანდაძე საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატი არ გამოეხმაურა.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხეებს ზურაბ ძაძამიას და მიხეილ კალანდაძეს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/72-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 31 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/72-24 შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის (ს/ნ 404915561) საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების ზურაბ ძაძამიას და მიხეილ კალანდაძეს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს ზურაბ ძაძამიას და მიხეილ კალანდაძეს ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/72-24-ზე შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების ზურაბ ძაძამიას და მიხეილ კალანდაძეს მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2024 წლის 31 ოქტომბრის #001/72-24 გადაწყვეტილებით შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს ზურაბ ძაძამიას და მიხეილ კალანდაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის – 1127.07 (ერთი ათას ას ოცდაშვიდი ლარი და შვიდი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - ზურაბ ძაძამიას და მიხეილ კალანდაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული სარგებლის – 224.55 (ორას ოცდაოთხი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს – ზურაბ ძაძამიას და მიხეილ კალანდაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +”-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს – 1701.09 (ერთი ათას შვიდას ერთი ლარი და ცხრა თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - ზურაბ ძაძამიას და მიხეილ კალანდაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სააღსრულებო წარმოების ხარჯის – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - ზურაბ ძაძამიას და მიხეილ კალანდაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 200.14 (ორასი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს ზურაბ ძაძამიას და მიხეილ კალანდაძეს განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.