legia_logo

საქმე #001/52-24

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

12 ნოემბერი,  2024 წელი                                                                                                                                                    ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

 

 საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,ევრო კრედიტ +“                                                                             

წარმომადგენელი:  თამარ თავართქილაძე;

საარბიტრაჟო მოპასუხეები:     გიორგი გაჩეჩილაძე;   ამირან  ანასაშვილი;

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

 

დავის  განმხილველი   არბიტრაჟის   არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ  განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

 

:

 

2024 წლის 25 მაისს შპს ,,ევრო კრედიტ +“ -მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების გიორგი გაჩეჩილაძის და ამირან  ანასაშვილის  მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2024 წლის 10 სექტემბერს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის   დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხეებს -  გიორგი გაჩეჩილაძეს  და ამირან ანასაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ + სასარგებლოდ  სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხის  ძირი  თანხის  – 3823.82  (სამი ათას რვაას ოცდასამი ლარი და ოთხმოცდაორი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - გიორგი გაჩეჩილაძეს  და ამირან ანასაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ +”   სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხზე დარიცხული სარგებლის  – 3670.85  (სამი ათას ექვსას სამოცდაათი  ლარი და ოთხმოცდახუთი  თეთრი) ლარის გადახდა;  ამირან ანასაშვილის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს – 12000 (თორმეტი  ათასი) ლარით; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - გიორგი გაჩეჩილაძეს და ამირან ანასაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ + სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 149.89  (ას ორმოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.                           

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 30 ოქტომბერს გაეგზავნა მოპასუხეს გიორგი გაჩეჩილაძეს,  მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ  გიორგი გაჩეჩილაძე საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ დატიოოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატი არ გამოეხმაურა.         

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე  გიორგი გაჩეჩილაძეს  საჯარო  შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/52-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 10 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად  ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge  აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  ვიხელმძღვანელე  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

 

:

 

1. საქმეზე #001/52-24 შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის (/ 404915561)   საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების  გიორგი გაჩეჩილაძის და ამირან  ანასაშვილის   მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება  პუბლიკაციის მეშვეობით;

2. საარბიტრაჟო მოპასუხე  გიორგი გაჩეჩილაძეს  ეცნობოს, რომ  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/52-24-ზე შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის  სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების გიორგი გაჩეჩილაძის და ამირან ანასაშვილის მიმართ დავალიანების  გადახდევინების შესახებ 2024 წლის 10 სექტემბრის #001/52-24 გადაწყვეტილებით შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის  სარჩელი  დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს    გიორგი გაჩეჩილაძეს  და ამირან ანასაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ + სასარგებლოდ  სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხის  ძირი  თანხის  – 3823.82  (სამი ათას რვაას ოცდასამი ლარი და ოთხმოცდაორი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - გიორგი გაჩეჩილაძეს  და ამირან ანასაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ +”   სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხზე დარიცხული სარგებლის  – 3670.85  (სამი ათას ექვსას სამოცდაათი  ლარი და ოთხმოცდახუთი  თეთრი) ლარის გადახდა;  ამირან ანასაშვილის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს – 12000 (თორმეტი  ათასი) ლარით; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - გიორგი გაჩეჩილაძეს და ამირან ანასაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ + სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 149.89  (ას ორმოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.                           

3. სარბიტრაჟო მოპასუხე გიორგი გაჩეჩილაძეს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge  განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.  

 

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp