საქმე #001/54-24
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
11 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,ევრო კრედიტ +“
წარმომადგენელი: ქეთევან აბჟანდაძე;
საარბიტრაჟო მოპასუხეები: დავით მაჭარაშვილი; თეონა სოფრომაძე;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2024 წლის 24 მაისს შპს ,,ევრო კრედიტ +“ -მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების დავით მაჭარაშვილის და თეონა სოფრომაძის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2024 წლის 13 სექტემბერს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხეებს - ლევან გურგენაძეს და ელისო კონცელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის – 4294.41 (ოთხი ათას ორას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - ლევან გურგენაძეს და ელისო კონცელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული სარგებლის – 1357.53 (ერთი ათას სამას ორმოცდაშვიდმეტი ლარი და ორმოცდაცამეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს – ლევან გურგენაძეს და ელისო კონცელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს - 391.07 (სამას ოთხმოცდათერთმეტი ლარი და შვიდი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - ლევან გურგენაძეს და ელისო კონცელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 120.86 (ას ოცი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 30 ოქტომბერს გაეგზავნათ მოპასუხეებს დავით მაჭარაშვილს და თეონა სოფრომაძეს, მაგრამ ვერ ჩაბარდათ იმ მიზეზით, რომ დავით მაჭარაშვილი საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატი არ გამოეხმაურა, ხოლო თეონა სოფრომაძე საქმეში არსებულ მისამართზე არ ცხოვრობს.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხეებს დავით მაჭარაშვილს და თეონა სოფრომაძეს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/54-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 13 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/54-24 შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის (ს/ნ 404915561) საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების დავით მაჭარაშვილის და თეონა სოფრომაძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს დავით მაჭარაშვილს და თეონა სოფრომაძეს ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/54-24-ზე შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების დავით მაჭარაშვილის და თეონა სოფრომაძის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2024 წლის 13 სექტემბრის #001/54-24 გადაწყვეტილებით შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს ლევან გურგენაძეს და ელისო კონცელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის – 4294.41 (ოთხი ათას ორას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - ლევან გურგენაძეს და ელისო კონცელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული სარგებლის – 1357.53 (ერთი ათას სამას ორმოცდაშვიდმეტი ლარი და ორმოცდაცამეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს – ლევან გურგენაძეს და ელისო კონცელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს - 391.07 (სამას ოთხმოცდათერთმეტი ლარი და შვიდი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - ლევან გურგენაძეს და ელისო კონცელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 120.86 (ას ოცი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს დავით მაჭარაშვილს და თეონა სოფრომაძეს განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.