საქმე #001/59-24
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
11 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: სს ,,მისო ევრო კრედიტი“
წარმომადგენელი: ნინო მერმანიშვილი;
საარბიტრაჟო მოპასუხე: ლევან ჩოჩია;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2024 წლის 28 ივნისს სს ,,მისო ევრო კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის ლევან ჩოჩიას მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2024 წლის 16 სექტემბერს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხე - ლევან ჩოჩიას სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის – 2695.43 (ორი ათას ექვსას ოთხმოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – ლევან ჩოჩიას სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს დარიცხული სარგებლის 387.09 (სამას ოთხმოცდაშვიდი ლარი და ცხრა თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – ლევან ჩოჩიას სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის შემოტანის დღიდან (28.06.2024 წლიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (20.12.2024 წლისა), მიუღებელი შემოსავლის სახით გადაუხდელი ძირითადი თანხის წლიური 41.51%-ის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - ლევან ჩოჩიას სს „მისო ევრო კრედიტის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს – 264.90 (ორას სამოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - ლევან ჩოჩიას სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსაკრებელის -100.00 (ასი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 30 ოქტომბერს გაეგზავნა მოპასუხე ლევან ჩოჩიას, მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ ლევან ჩოჩია საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატი არ გამოეხმაურა.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე ლევან ჩოჩიას საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/47-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 16 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.geაღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/59-24 სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის ლევან ჩოჩიას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხე ლევან ჩოჩიას ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/59-24-ზე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის ლევან ჩოჩიას მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2024 წლის 16 სექტემბრის #001/59-24 გადაწყვეტილებით სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე - ლევან ჩოჩიას სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის – 2695.43 (ორი ათას ექვსას ოთხმოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – ლევან ჩოჩიას სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს დარიცხული სარგებლის 387.09 (სამას ოთხმოცდაშვიდი ლარი და ცხრა თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – ლევან ჩოჩიას სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის შემოტანის დღიდან (28.06.2024 წლიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (20.12.2024 წლისა), მიუღებელი შემოსავლის სახით გადაუხდელი ძირითადი თანხის წლიური 41.51%-ის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - ლევან ჩოჩიას სს „მისო ევრო კრედიტის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს – 264.90 (ორას სამოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - ლევან ჩოჩიას სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსაკრებელის -100.00 (ასი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხე ლევან ჩოჩიას განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.