legia_logo

საქმე #001/61-24

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

11 ნოემბერი,  2024 წელი                                                                                                                                                     ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

                                          

საარბიტრაჟო მოსარჩელე: სს ,,ქართული კრედიტი“

წარმომადგენელი:  სოფიკო გიორგაძე;

საარბიტრაჟო მოპასუხე:    მამუკა ვათიაშვილი;

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

:

 

2024 წლის 28 ივნისს სს ,,ქართულმა კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის  მამუკა ვათიაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2024 წლის 20  სექტემბერს  და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე  მამუკა ვათიაშვილს სს ,,მისო ქართული კრედიტი“-   სასარგებლოდ   დაეკისროს 7735.07 (შვიდი  ათას შვიდას ოცდათხუთმეტი  ლარი და შვიდი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს 5000 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 1482.48 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 1252.59 ლარს);  საარბიტრაჟო  მოპასუხე  მამუკა ვათიაშვილს სს მისო „ქართული კრედიტი“- სასარგებლოდ  დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის, თბილისის სააპელაცო სასამართლოში 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო დავალება №1719580633 გაწეული ხარჯის, უზრუნველყოფის ღონისძიების საფასურის 50 (ორმოცდაათი) ლარის,  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 04 ივლისის საგადასახადო დავალება №1276567421  უძრავი ქონების აკრძალვის  წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე მის  მიერ გაწეული ხარჯის 26 (ოცდაექვსი)   ლარის  გადახდა;    საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის   მოთხოვნათა დაცვით.          

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 30 ოქტომბერს გაეგზავნა მოპასუხე მამუკა ვათიაშვილს,  მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ  მამუკა ვათიაშვილი საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატი არ გამოეხმაურა.

 

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე  მამუკა ვათიაშვილს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/61-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის  20 სექტემბერს  მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით  WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

:

 

  1. საქმეზე #001/61-24 სს ,,ქართული კრედიტი“- საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის  მამუკა ვათიაშვილის     მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;     

  2. საარბიტრაჟო მოპასუხე  მამუკა ვათიაშვილს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/61-24-ზე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელისა გამო  საარბიტრაჟო მოპასუხის  მამუკა ვათიაშვილის  მიმართ დავალიანების გადახდევინების  შესახებ 2024 წლის 20 სექტემბრის #001/61-24 გადაწყვეტილებით სს „ქართული კრედიტი“ს სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე მამუკა ვათიაშვილს სს ,,მისო ქართული კრედიტი“- სასარგებლოდ   დაეკისროს 7735.07 (შვიდი  ათას შვიდას ოცდათხუთმეტი  ლარი და შვიდი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს 5000 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 1482.48 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 1252.59 ლარს);  საარბიტრაჟო  მოპასუხე  მამუკა ვათიაშვილს სს მისო „ქართული კრედიტი“- სასარგებლოდ  დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის, თბილისის სააპელაცო სასამართლოში 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო დავალება №1719580633 გაწეული ხარჯის, უზრუნველყოფის ღონისძიების საფასურის 50 (ორმოცდაათი) ლარის,  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 04 ივლისის საგადასახადო დავალება №1276567421  უძრავი ქონების აკრძალვის  წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე მის  მიერ გაწეული ხარჯის 26 (ოცდაექვსი)   ლარის  გადახდა;    საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის   მოთხოვნათა დაცვით.          

3. სარბიტრაჟო მოპასუხე მამუკა ვათიაშვილს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.        

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებგვერდზე  WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp