legia_logo

საქმე #001/48-24

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

17 სექტემბერი,  2024 წელი                                                                                                                             ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

 

საარბიტრაჟო მოსარჩელე:  შპს ,,მულტი  კრედიტ პლიუსი“

წარმომადგენელი:   ბაკურ კვარაცხელია;

 

საარბიტრაჟო მოპასუხე:   დავით ნანიტაშვილი;

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ  განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

 

                                                                        გ :                                                                               

 

2024 წლის 15 მაისს შპს ,,მულტი  კრედიტ პლიუს“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის    დავით ნანიტაშვილის    მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2024 წლის 02 სექტემბერს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს ,,მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სარჩელის  ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე -  დავით ნანიტაშვილს      შპს მულტი კრედიტ პლიუსი“-ს  სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 13421.55 (ცამეტი ათას ოთხას ოცდაერთი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - დავით ნანიტაშვილს  შპს მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პროცენტის გადახდა – 6117.42  (ექვსი  ათას ას ჩვიდმეტი ლარი და  ორმოცდაორი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე -  დავით ნანიტაშვილს შპს მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ  დაეკისროს  ჯარიმის –  4204.47  (ოთხი ათას ორას ოთხი  ლარი და ორმოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო მოპასუხე -  დავით ნანიტაშვილს შპს მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გირავნობის მოწმობის აღების და აღსრულებაში გაწეული ხარჯის 100.00 (ასი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – დავით ნანიტაშვილს შპს მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ  დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 503.31 (ხუთას სამი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარის   გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.         

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 04 სექტემბერს გაეგზავნა მოპასუხე  დავით ნანიტაშვილს საქმეში არსებულ  მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა, იმ მიზეზით რომ სადარბაზოს კარი კოდირებულია ადრესატი სახლში არ იმყოფებოდა,   კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, სადარბაზოს კოდირებულ კარზე.

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე დავით ნანიტაშვილს   საჯარო  შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/48-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ   შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 02 სექტემბერს  მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად  ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge  აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  ვიხელმძღვანელე  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

 

:

 

1. საქმეზე #001/48-24 შპს ,,მულტი კრედიტ პლიუსი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის დავით ნანიტაშვილის  მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;

2. საარბიტრაჟო მოპასუხე  დავით ნანიტაშვილს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/48 -24-ზე შპს ,,მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სარჩელისა გამო  საარბიტრაჟო მოპასუხის   დავით ნანიტაშვილის    მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ  2024 წლის 02 სექტემბრის #001/48-24  გადაწყვეტილებით შპს ,,მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე - დავით ნანიტაშვილს შპს მულტი კრედიტ პლიუსი“-ს  სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 13421.55 (ცამეტი ათას ოთხას ოცდაერთი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - დავით ნანიტაშვილს  შპს მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პროცენტის გადახდა – 6117.42  (ექვსი  ათას ას ჩვიდმეტი ლარი და  ორმოცდაორი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე -  დავით ნანიტაშვილს შპს მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ  დაეკისროს  ჯარიმის –  4204.47  (ოთხი ათას ორას ოთხი  ლარი და ორმოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო მოპასუხე -  დავით ნანიტაშვილს შპს მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გირავნობის მოწმობის აღების და აღსრულებაში გაწეული ხარჯის 100.00 (ასი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – დავით ნანიტაშვილს შპს მულტი კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ  დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 503.31 (ხუთას სამი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარის   გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.         

3. სარბიტრაჟო მოპასუხე  დავით ნანიტაშვილს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება  მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე  WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.        

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე  WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp