საქმე #001/49-24
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
16 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,მისო კროს კრედიტი“
წარმომადგენელი: გიორგი შალამბერიძე;
საარბიტრაჟო მოპასუხე: ბექა ბერაძე;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2024 წლის 13 მაისს შპს ,,მისო კროს კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის ბექა ბერაძის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2024 წლის 02 სექტემბერს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე - ბექა ბერაძეს შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 32457.79 (ოცდათორმეტი ათას ოთხას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 19903.08 ლარს, გადაუხდელი პროცენტი 9254.71 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე – 3300.00 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხე - ბექა ბერაძეს შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 536.37 (ხუთას ოცდათექვსმეტი ლარი და ოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 03 სექტემბერს გაეგზავნა მოპასუხე ბექა ბერაძეს საქმეში არსებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა, იმ მიზეზით რომ ადრესატი საქმეში არსებულ მისამართზე ვერ მოიძებნა.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე ბექა ბერაძეს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/49-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 02 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/49-24 შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის ბექა ბერაძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხე ბექა ბერაძეს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/49-24-ზე შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის ბექა ბერაძის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2024 წლის 02 სექტემბრის #001/49-24 გადაწყვეტილებით შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე ბექა ბერაძეს შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 32457.79 (ოცდათორმეტი ათას ოთხას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 19903.08 ლარს, გადაუხდელი პროცენტი 9254.71 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე – 3300.00 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხე - ბექა ბერაძეს შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 536.37 (ხუთას ოცდათექვსმეტი ლარი და ოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხე ბექა ბერაძეს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.geგანთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.