საქმე #001/70-24
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
16 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“
წარმომადგენელი: გიორგი შალამბერიძე;
საარბიტრაჟო მოპასუხე: ოთარი ქინქლაძე;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2024 წლის 24 ივლისს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუს“ -მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის ოთარი ქინქლაძის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2024 წლის 02 სექტემბერს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე - ოთარი ქინქლაძეს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 1021.85 (ერთი ათას ოცდაერთი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - ოთარი ქინქლაძეს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პროცენტის გადახდა – 334.99 (სამას ოცდათოთხმეტი ლარი და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - ოთარი ქინქლაძეს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის – 952.54 (ცხრაას ორმოცდათორმეტი ლარი და ორმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – ოთარი ქინქლაძეს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“ -ს სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 118.00 (ას თვრამეტი ლარი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 04 სექტემბერს გაეგზავნა მოპასუხე ოთარი ქინქლაძეს საქმეში არსებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა, იმ მიზეზით რომ ადრესატი საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატი არ გამოეხმაურა.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე ოთარი ქინქლაძეს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/70-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 02 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.geაღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/70-24 შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის ოთარი ქინქლაძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხე ოთარი ქინქლაძეს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/70-24-ზე შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის ოთარი ქინქლაძის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2024 წლის 02 სექტემბრის #001/70-24 გადაწყვეტილებით შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე – ოთარი ქინქლაძეს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 1021.85 (ერთი ათას ოცდაერთი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - ოთარი ქინქლაძეს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პროცენტის გადახდა – 334.99 (სამას ოცდათოთხმეტი ლარი და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - ოთარი ქინქლაძეს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის – 952.54 (ცხრაას ორმოცდათორმეტი ლარი და ორმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – ოთარი ქინქლაძეს შპს ,,ტექნო კრედიტ პლიუსი“ -ს სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 118.00 (ას თვრამეტი ლარი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხე ოთარი ქინქლაძეს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.