საქმე #001/50-24
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
16 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,მისო კროს კრედიტი“
წარმომადგენელი: გიორგი შალამბერიძე;
საარბიტრაჟო მოპასუხე: ივანე ჯაფარაშვილი;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2024 წლის 13 მაისს შპს ,,მისო კროს კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის ივანე ჯაფარაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2024 წლის 02 სექტემბერს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე - ივანე ჯაფარაშვილს შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულება №10883-ის მიხედვით 3572.89 (სამი ათას ხუთას სამოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 2202.60 ლარს, გადაუხდელი პროცენტი 404.71 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე – 965.58 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხე - ივანე ჯაფარაშვილს შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულება №11203-ის მიხედვით 408.06 (ოთხას რვა ლარი და ექვსი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 228.00 ლარს, გადაუხდელი პროცენტი 30.78 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე – 149.28 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხე - ივანე ჯაფარაშვილს შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 118.00 (ას თვრამეტი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 02 სექტემბერს გაეგზავნა მოპასუხე ივანე ჯაფარაშვილს საქმეში არსებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა, იმ მიზეზით რომ ადრესატი საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატი არ გამოეხმაურა.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე ივანე ჯაფარაშვილს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/50-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 02 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/50-24 შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის ივანე ჯაფარაშვილის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხე ივანე ჯაფარაშვილს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/50-24-ზე შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის ივანე ჯაფარაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2024 წლის 02 სექტემბრის #001/50-24 გადაწყვეტილებით შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე ივანე ჯაფარაშვილს შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულება №10883-ის მიხედვით 3572.89 (სამი ათას ხუთას სამოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 2202.60 ლარს, გადაუხდელი პროცენტი 404.71 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე – 965.58 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხე - ივანე ჯაფარაშვილს შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულება №11203-ის მიხედვით 408.06 (ოთხას რვა ლარი და ექვსი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 228.00 ლარს, გადაუხდელი პროცენტი 30.78 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე – 149.28 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხე - ივანე ჯაფარაშვილს შპს ,,მისო კროს კრედიტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 118.00 (ას თვრამეტი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხე ივანე ჯაფარაშვილს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.