საქმე #001/32-24
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
16 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: სს ,,ქართული კრედიტი“
წარმომადგენელი: სოფიკო გიორგაძე;
საარბიტრაჟო მოპასუხეები: თენგიზი ჯანიაშვილი; გიორგი ჯანიაშვილი; ეკა ჯანიაშვილი;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2024 წლის 05 მარტს სს ,,ქართულმა კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების თენგიზი ჯანიაშვილის, გიორგი ჯანიაშვილის და ეკა ჯანიაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2024 წლის 17 ივნისს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს თენგიზი ჯანიაშვილს, გიორგი ჯანიაშვილს და ეკა ჯანიაშვილს სს ,,მისო ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 22028.75 (ოცდაორი ათას ოცდარვა ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 15250.11 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 4778.64 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 2000 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხეებს თენგიზი ჯანიაშვილს გიორგი ჯანიაშვილს და ეკა ჯანიაშვილს სს მისო „ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 440.57 (ოთხას ორმოცი ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის, თბილისის სააპელაცო სასამართლოში 2024 წლის 05 მარტის საგადასახადო დავალება №1709639802 გაწეული ხარჯის, უზრუნველყოფის ღონისძიების საფასურის 50 (ორმოცდაათი) ლარის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 04 აპრილს საგადასახადო დავალება №1080919674 უძრავი ქონების აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე მის მიერ გაწეული ხარჯის 26 (ოცდაექვსი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 01 ივლისს გაეგზავნათ მოპასუხეებს თენგიზი ჯანიაშვილს, გიორგი ჯანიაშვილს და ეკა ჯანიაშვილს, მაგრამ ვერ ჩაბარდათ იმ საფუძვლით, რომ თენგიზი ჯანიაშვილი, გიორგი ჯანიაშვილი და ეკა ჯანიაშვილი საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდნენ, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატები არ გამოეხმაურნენ.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხეებს თენგიზი ჯანიაშვილს, გიორგი ჯანიაშვილს და ეკა ჯანიაშვილს, საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/32-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 17 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/32-24 სს ,,ქართული კრედიტი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების თენგიზი ჯანიაშვილის, გიორგი ჯანიაშვილის და ეკა ჯანიაშვილის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს თენგიზი ჯანიაშვილს, გიორგი ჯანიაშვილს და ეკა ჯანიაშვილს ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/32-24-ზე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების თენგიზი ჯანიაშვილის, გიორგი ჯანიაშვილის და ეკა ჯანიაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2024 წლის 17 ივნისის #001/32-24 გადაწყვეტილებით სს „ქართული კრედიტი“ს სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს თენგიზი ჯანიაშვილს, გიორგი ჯანიაშვილს და ეკა ჯანიაშვილს სს ,,მისო ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 22028.75 (ოცდაორი ათას ოცდარვა ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 15250.11 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 4778.64 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 2000 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხეებს თენგიზი ჯანიაშვილს გიორგი ჯანიაშვილს და ეკა ჯანიაშვილს სს მისო „ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 440.57 (ოთხას ორმოცი ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის, თბილისის სააპელაცო სასამართლოში 2024 წლის 05 მარტის საგადასახადო დავალება №1709639802 გაწეული ხარჯის, უზრუნველყოფის ღონისძიების საფასურის 50 (ორმოცდაათი) ლარის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 04 აპრილს საგადასახადო დავალება №1080919674 უძრავი ქონების აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე მის მიერ გაწეული ხარჯის 26 (ოცდაექვსი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს თენგიზი ჯანიაშვილს, გიორგი ჯანიაშვილს და ეკა ჯანიაშვილს განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.