საქმე #001/5-24
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
11 ივნისი, 2024 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,ევრო კრედიტ +“
წარმომადგენელი: ელენე ხადილაშვილი;
საარბიტრაჟო მოპასუხე: მზია ნაჭყებია;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2024 წლის 17 იანვარს შპს ,,ევრო კრედიტ +“ -მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის მზია ნაჭყებიას მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2024 წლის 21 მაისს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხე - მზია ნაჭყებიას შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 13900 (ცამეტი ათას ცხრაასი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - მზია ნაჭყებიას შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხზე დარიცხული სარგებლის – 5241.90 (ხუთი ათას ორას ორმოცდაერთი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – მზია ნაჭყებიას შპს ,,ევრო კრედიტ +”-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს – 400.15 (ოთხასი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - მზია ნაჭყებიას შპს ,,ევრო კრედიტ +”-ის სასარგებლოდ დაეკისროს სააღსრულებო წარმოების ხარჯი – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - მზია ნაჭყებიას (პ/ნ 29001023130); შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 465.87 (ოთხას სამოცდახუთი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარის ოდენობით; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან;საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 30 მაისს გაეგზავნა მოპასუხე მზია ნაჭყებიას, მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ მზია ნაჭყებია საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატი არ გამოეხმაურა.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე მზია ნაჭყებიას საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/5-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 21 მაისს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/5-24 შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის მზია ნაჭყებიას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხე მზია ნაჭყებიას ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/5-24-ზე შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის მზია ნაჭყებიას მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2024 წლის 21 მაისის #001/5-24 გადაწყვეტილებით შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე მზია ნაჭყებიას შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 13900 (ცამეტი ათას ცხრაასი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - მზია ნაჭყებიას შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხზე დარიცხული სარგებლის – 5241.90 (ხუთი ათას ორას ორმოცდაერთი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – მზია ნაჭყებიას შპს ,,ევრო კრედიტ +”-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს – 400.15 (ოთხასი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - მზია ნაჭყებიას შპს ,,ევრო კრედიტ +”-ის სასარგებლოდ დაეკისროს სააღსრულებო წარმოების ხარჯი – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - მზია ნაჭყებიას (პ/ნ 29001023130); შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 465.87 (ოთხას სამოცდახუთი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარის ოდენობით; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან;საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხე მზია ნაჭყებიას განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.