საქმე #001/3-24 დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
05 ივნისი, 2024 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,ევრო კრედიტ +“
წარმომადგენელი: თამარ თავართქილაძე;
საარბიტრაჟო მოპასუხე: ბაქარი ჭელიძე;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2024 წლის 17 იანვარს შპს ,,ევრო კრედიტ +“ -მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის ბაქარი ჭელიძის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2024 წლის 15 მაისს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხე - ბაქარი ჭელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 6000.00 (ექვსი ათასი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – ბაქარი ჭელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხზე დარიცხული სარგებლის – 2194.80 (ორი ათას ას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – ბაქარი ჭელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს – 174.14 (ას სამოცდათოთხმეტი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – ბაქარი ჭელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ დაეკისროს სააღსრულებო წარმოების ხარჯი – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - ბაქარი ჭელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 201.72 (ორას ერთი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარის ოდენობით; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 22 მაისს გაეგზავნა მოპასუხე ბაქარი ჭელიძეს, მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ ბაქარი ჭელიძე საქმეში არსებულ მისამართზე ვერ მოიძებნა.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე ბაქარი ჭელიძეს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/3-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 15 მაისს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/3-24 შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის ბაქარი ჭელიძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხე ბაქარი ჭელიძეს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/3-24-ზე შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის ბაქარი ჭელიძის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2024 წლის 15 მაისის #001/3-24 გადაწყვეტილებით შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე ბაქარი ჭელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 6000.00 (ექვსი ათასი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – ბაქარი ჭელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხზე დარიცხული სარგებლის – 2194.80 (ორი ათას ას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – ბაქარი ჭელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს – 174.14 (ას სამოცდათოთხმეტი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – ბაქარი ჭელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ დაეკისროს სააღსრულებო წარმოების ხარჯი – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - ბაქარი ჭელიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” -ის სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 201.72 (ორას ერთი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარის ოდენობით; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხე ბაქარი ჭელიძეს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.