საქმე N001/32-24
დ ა დ გ ე ნ ილ ე ბ ა
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს სახელით
საჯარო შეტყობინების შესახებ
04 ივნისი, 2024 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: სს მისო ,,ქართული კრედიტი”
წარმომადგენელი: სოფიკო გიორგაძე;
საარბიტრაჟო მოპასუხეები: თენგიზი ჯანიაშვილი; გიორგი ჯანიაშვილი; ეკა ჯანიაშვილი;
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2024 წლის 05 მარტს სს მისო ,,ქართულმა კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების თენგიზი ჯანიაშვილის, გიორგი ჯანიაშვილის და ეკა ჯანიაშვილის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე. მოცემული საქმის განხილვის მომზადების მიზნით საარბიტრაჟო გზავნილი – საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ,,არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო მოპასუხე - თენგიზი ჯანიაშვილს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ორჯერ, სახელდობრ 2024 წლის 05 აპრილს და 2024 წლის 16 აპრილს, მოპასუხე - გიორგი ჯანიაშვილს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ორჯერ, სახელდობრ 2024 წლის 05 აპრილს და 2024 წლის 16 აპრილს, მოპასუხე - ეკა ჯანიაშვილს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ოთხჯერ, სახელდობრ 2024 წლის 05 აპრილს, 2024 წლის 16 აპრილს, 2024 წლის 13 მაისს და 2024 წლის 15 მაისს იმ მისამართზე, რაც საარბიტრაჟო სარჩელით იყო წარმოდგენილი და რაც მითითებულია მხარეთა შორის 2022 წლის 21 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებაში, მაგრამ საარბიტრაჟო მოპასუხეთათვის გზავნილის მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. კერძოდ, როგორც აღნიშნულ გზავნილებზე უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელებული ჩანაწერებით ირკვევა, მოპასუხე - თენგიზი ჯანიაშვილი და გიორგი ჯანიაშვილი საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდნენ, კურიერის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად ადრესატები ინფორმირებულები იყვნენ გზავნილის შესახებ, მაგრამ არ გამოეხმაურნენ, მოპასუხე - ეკა ჯანიაშვილი საქმეში არსებულ ფაქტობრივ მისამართზე არ ცხოვრობს, ხოლო იურიდიულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად ადრესატი ინფორმიერბული იქნა გზავნილის შესახებ, მაგრამ არ გამოეხმაურა, ასევე არბიტრის თანაშემწის მიერ განხორცილდა სატელეფონო კომუნიკაცია (იხ. სატელეფონო აქტები საქმეში).
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახიოლველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე N001/32-24 სს მისო ,,ქართული კრედიტი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების თენგიზი ჯანიაშვილის, გიორგი ჯანიაშვილის და ეკა ჯანიაშვილის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით.
2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს თენგიზი ჯანიაშვილს, გიორგი ჯანიაშვილს და ეკა ჯანიაშვილს ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს წარმოებაშია საარბიტრაჟო საქმე N001/32-24 სს მისო ,,ქართული კრედიტი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების თენგიზი ჯანიაშვილის, გიორგი ჯანიაშვილის და ეკა ჯანიაშვილის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების შესახებ;
3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს თენგიზი ჯანიაშვილს, გიორგი ჯანიაშვილს და ეკა ჯანიაშვილს ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად 05 (ხუთი) დღის ვადაში მოაწოდოს პასუხი აღნიშნულ საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს მდებარე: ქალაქი თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქუჩის I შესახვევი #10, საოფისე ფართი 12ბ, სართული 5. ტელ: 597 05 55 46.
4. სარბიტრაჟო მოპასუხეებს თენგიზი ჯანიაშვილს, გიორგი ჯანიაშვილს და ეკა ჯანიაშვილს განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული მასალები მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს ვებ გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.
5. სარბიტრაჟო მოპასუხეებს თენგიზი ჯანიაშვილს, გიორგი ჯანიაშვილს და ეკა ჯანიაშვილს განემარტოთ, რომ ,,არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის, მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 2.10 მუხლისა და მხარეთა შორის 2022 წლის 21 აპრილის თარიღით დადებული შეთანხმების თანახმად, არბიტრაჟის მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება ზეპირი განხილვის გარეშე, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.
6. წინამდებარე დადგენილება გამოქყევყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ -ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.