legia_logo

საქმე #001/26-24

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

24 მაისი,  2024 წელი                                                                                                                                                    ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

 

 საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,ევრო კრედიტ +“   

წარმომადგენელი:   თამარ თავართქილაძე;

საარბიტრაჟო მოპასუხეები:    მახარე ქიტიაშვილი; ალექსანდრე ხალაძე;

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

 

დავის  განმხილველი   არბიტრაჟის   არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ  განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

 

:

 

2024 წლის 07 თებერვალს შპს ,,ევრო კრედიტ +“ -მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების მახარე ქიტიაშვილის და  ალექსანდრე ხალაძის   მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2024 წლის 15 აპრილს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხეებს - მახარე ქიტიაშვილს და ალექსანდრე ხალაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +სასარგებლოდ  სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხის  ძირი  თანხის  – 5407.45  (ხუთი ათას ოთხას შვიდი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს –  მახარე ქიტიაშვილს და ალექსანდრე ხალაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ სესხზე დარიცხული სარგებლის  - 6400.91  (ექვსი ათას ოთხასი  ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; ალექსანდრე ხალაძეს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს – 18000 (თვრამეტი ათასი) ლარით;  საარბიტრაჟო მოპასუხეებს - მახარე ქიტიაშვილს და ალექსანდრე ხალაძეს შპს ,,ევრო კრედიტ + სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 236.17  (ორას ოცდათექსმეტი ლარი და ჩვიდმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.                           

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 14 მაისს გაეგზავნათ მოპასუხეებს მახარე ქიტიაშვილს და  ალექსანდრე ხალაძეს,   მაგრამ  ვერ ჩაბარდათ იმ მიზეზით, რომ მახარე ქიტიაშვილი საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატი არ გამოეხმაურა, ხოლო მოპასუხე  ალექსანდრე ხალაძე საქმეში არსებულ მისამართზე ვერ მოიძებნა.       

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხეებს მახარე ქიტიაშვილს და  ალექსანდრე ხალაძეს,  საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/26-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 15 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად  ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

 

:

 

1. საქმეზე #001/26-24 შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების  მახარე ქიტიაშვილის და  ალექსანდრე ხალაძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება  პუბლიკაციის მეშვეობით;

2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს  მახარე ქიტიაშვილს და ალექსანდრე ხალაძეს  ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/26-24-ზე შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების მახარე ქიტიაშვილს და ალექსანდრე ხალაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +სასარგებლოდ  სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხის  ძირი  თანხის  – 5407.45  (ხუთი ათას ოთხას შვიდი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს –  მახარე ქიტიაშვილს და ალექსანდრე ხალაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ სესხზე დარიცხული სარგებლის  - 6400.91  (ექვსი ათას ოთხასი  ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; ალექსანდრე ხალაძეს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს – 18000 (თვრამეტი ათასი) ლარით;  საარბიტრაჟო მოპასუხეებს - მახარე ქიტიაშვილს და ალექსანდრე ხალაძეს შპს ,,ევრო კრედიტ + სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 236.17  (ორას ოცდათექსმეტი ლარი და ჩვიდმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.                             

3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს  მახარე ქიტიაშვილს და ალექსანდრე ხალაძეს  განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.  

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე  WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp