საქმე #001/155-23
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
24 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,ევრო კრედიტ +“
წარმომადგენელი: თამარ თავართქილაძე;
საარბიტრაჟო მოპასუხეები: ჯემალ თოდუა; რომან ჯოლოხავა;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2023 წლის 10 ნოემბერს შპს ,,ევრო კრედიტ +“ -მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების ჯემალ თოდუას და რომან ჯოლოხავას მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2024 წლის 02 მაისს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხეებს - ჯემალ თოდუას და რომან ჯოლოხავას შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის – 3983.01 (სამი ათას ცხრაას ოთხმოცდასამი ლარი და ერთი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს – ჯემალ თოდუას და რომან ჯოლოხავას შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული სარგებლის – 909.72 (ცხრაას ცხრა ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს – ჯემალ თოდუას და რომან ჯოლოხავას შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს – 21.11 (ოცდაერთი ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; რომან ჯოლოხავას პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს – 12864 (თორმეტი ათას რვაას სამოცდაოთხი) ლარით; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - ჯემალ თოდუას და რომან ჯოლოხავას შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 100.00 (ასი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 16 მაისს გაეგზავნათ მოპასუხეებს ჯემალ თოდუას და რომან ჯოლოხავას, მაგრამ საარბიტრაჟო მოპასუხისათვის ჯემალ თოდუასთვის გზავნილის მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა კერძოდ, როგორც აღნიშნულ გზავნილებზე უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელებული ჩანაწერებით ირკვევა, ჯემალ თოდუას გზავნილი ვერ ჩაბარდა, რადგან სადარბაზოს კარი კოდირებულია, ხოლო მოპასუხე რომან ჯოლოხავამ უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხეებს ჯემალ თოდუას და რომან ჯოლოხავას საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/155-23-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 02 მაისს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/155-23 შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების ჯემალ თოდუას და რომან ჯოლოხავას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს ჯემალ თოდუას და რომან ჯოლოხავას ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/155-23-ზე შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების ჯემალ თოდუას და რომან ჯოლოხავას მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2024 წლის 02 მაისის #001/155-23 გადაწყვეტილებით შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს ჯემალ თოდუას და რომან ჯოლოხავას შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის – 3983.01 (სამი ათას ცხრაას ოთხმოცდასამი ლარი და ერთი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს – ჯემალ თოდუას და რომან ჯოლოხავას შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული სარგებლის – 909.72 (ცხრაას ცხრა ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს – ჯემალ თოდუას და რომან ჯოლოხავას შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს – 21.11 (ოცდაერთი ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; რომან ჯოლოხავას პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს – 12864 (თორმეტი ათას რვაას სამოცდაოთხი) ლარით; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - ჯემალ თოდუას და რომან ჯოლოხავას შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 100.00 (ასი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს ჯემალ თოდუას და რომან ჯოლოხავას განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.