საქმე #001/39-24
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
15 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: სს ,,მისო ევრო კრედიტი“
წარმომადგენელი: ვერიკო გაგუა;
საარბიტრაჟო მოპასუხე: თეა საჯაია;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2024 წლის 15 მარტს სს ,,მისო ევრო კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის თეა საჯაიას მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2024 წლის 18 აპრილს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხე - თეა საჯაიას სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 8384 (რვა ათას სამას ოთხმოცდაოთხი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – თეა საჯაიას სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ვადაგადაცილებული სარგებლის 3672.48 (სამი ათას ექვსას სამოცდათორმეტი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – თეა საჯაიას სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის შემოტანის დღიდან (15.03.2024 წლიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (22.04.2025 წლისა), მიუღებელი შემოსავლის სახით გადაუხდელი ძირითადი თანხის წლიური 41.24%-ის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – თეა საჯაიას სს „მისო ევრო კრედიტის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 229.70 (ორას ოცდაცხრა ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - თეა საჯაიას სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსაკრებელის – 315.04 (სამას თხუთმეტი ლარი და ოთხი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 25 აპრილს გაეგზავნა მოპასუხე თეა საჯაიას, მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ თეა საჯაია საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად ადრესატი ინფორმირებული იქნა გზავნილის შესახებ, მაგრამ არ გამოეხმაურა.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე თეა საჯაიას საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/39-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 18 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.geაღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/39-24 სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის თეა საჯაიას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხე თეა საჯაიას ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/39-24-ზე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის თეა საჯაიას მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2024 წლის 18 აპრილის #001/39-24 გადაწყვეტილებით სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე - თეა საჯაიას სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 8384 (რვა ათას სამას ოთხმოცდაოთხი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – თეა საჯაიას სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ვადაგადაცილებული სარგებლის 3672.48 (სამი ათას ექვსას სამოცდათორმეტი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – თეა საჯაიას სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის შემოტანის დღიდან (15.03.2024 წლიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (22.04.2025 წლისა), მიუღებელი შემოსავლის სახით გადაუხდელი ძირითადი თანხის წლიური 41.24%-ის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – თეა საჯაიას სს „მისო ევრო კრედიტის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 229.70 (ორას ოცდაცხრა ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - თეა საჯაიას სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსაკრებელის – 315.04 (სამას თხუთმეტი ლარი და ოთხი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხე თეა საჯაიას განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.