legia_logo

საქმე #001/22-24

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

19  აპრილი,  2024 წელი                                                                                                                                                    ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

 

 საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,ევრო კრედიტ +“   

წარმომადგენელი:   ქეთევან აბჟანდაძე;

საარბიტრაჟო მოპასუხეები:    კუკური კვაჭაძე; გიგა გუმბერიძე;

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

 

დავის  განმხილველი   არბიტრაჟის   არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ  განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

 

:

 

2024 წლის 02 თებერვალს შპს ,,ევრო კრედიტ +“ -მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების კუკური კვაჭაძის და გიგა გუმბერიძის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2024 წლის 22 მარტს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხეებს - კუკური კვაჭაძეს და გიგა გუმბერიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +სასარგებლოდ  სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხის  ძირი  თანხის  – 10179.08  (ათი ათას ას სამოცდაცხრამეტი ლარი და რვა თეთრი) ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო მოპასუხეებს – კუკური კვაჭაძეს და გიგა გუმბერიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხზე დარიცხული სარგებლის  - 6849.11 (ექვსი ათას რვაას ორმოცდაცხრა  ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; გიგა გუმბერიძის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს – 39300 (ოცდაცხრამეტი ათას სამასი) ლარით;  საარბიტრაჟო მოპასუხეებს - კუკური კვაჭაძეს და გიგა გუმბერიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 340.56  (სამას ორმოცი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.                           

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 10 აპრილს გაეგზავნათ მოპასუხეებს კუკური კვაჭაძეს და გიგა გუმბერიძეს,  მაგრამ ვერ ჩაბარდათ იმ მიზეზით, რომ  კუკური კვაჭაძე და გიგა გუმბერიძეს  საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდნენ, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატები არ გამოეხმაურნენ.

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე კუკური კვაჭაძეს და გიგა გუმბერიძეს  საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/22-24-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 22 მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად  ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

 

:

 

1. საქმეზე #001/22-24 შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების  კუკური კვაჭაძის და გიგა გუმბერიძის  მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება  პუბლიკაციის მეშვეობით;

2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს  კუკური კვაჭაძეს და გიგა გუმბერიძეს  ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/22-24-ზე შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების კუკური კვაჭაძის და გიგა გუმბერიძის  მიმართ დავალიანების  გადახდევინების შესახებ 2024 წლის 22 მარტის #001/22-24 გადაწყვეტილებით შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს  კუკური კვაჭაძეს და გიგა გუმბერიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +სასარგებლოდ  სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხის  ძირი  თანხის  – 10179.08  (ათი ათას ას სამოცდაცხრამეტი ლარი და რვა თეთრი) ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო მოპასუხეებს – კუკური კვაჭაძეს და გიგა გუმბერიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხზე დარიცხული სარგებლის  - 6849.11 (ექვსი ათას რვაას ორმოცდაცხრა  ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; გიგა გუმბერიძის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს – 39300 (ოცდაცხრამეტი ათას სამასი) ლარით;  საარბიტრაჟო მოპასუხეებს - კუკური კვაჭაძეს და გიგა გუმბერიძეს შპს ,,ევრო კრედიტ +სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 340.56  (სამას ორმოცი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.                             

3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს კუკური კვაჭაძეს და გიგა გუმბერიძეს განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.  

 

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე  WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp