legia_logo

საქმე #001/152-23

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

12  აპრილი,  2024 წელი                                                                                                                                                    ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

 

 საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,ევრო კრედიტ +“   

წარმომადგენელი:   ქეთევან აბჟანდაძე;

საარბიტრაჟო მოპასუხეები:    აკაკი სვიანაძე;   ეკა ტატურაშვილი;

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

 

დავის  განმხილველი   არბიტრაჟის   არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ  განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

 

:

 

2023 წლის 10 ნოემბერს შპს ,,ევრო კრედიტ +“ -მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების აკაკი სვიანაძის და ეკა ტატურაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2024 წლის 20 მარტს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხეებს - აკაკი სვიანაძეს და ეკა ტატურაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ + სასარგებლოდ  სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხის  ძირი  თანხის  – 5803.46  (ხუთი ათას რვაას სამი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა;   საარბიტრაჟო მოპასუხეებს –  აკაკი სვიანაძეს  და ეკა ტატურაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ +”   სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხზე დარიცხული სარგებლის  – 3709.60  (სამი ათას შვიდას ცხრა  ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა; ეკა ტატურაშვილის  პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს – 23700 (ოცდასამი  ათას შვიდასი) ლარით;  საარბიტრაჟო მოპასუხეებს -  აკაკი სვიანაძეს    და ეკა ტატურაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ + სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 190.26  (ას ოთხმოცდაათი ლარი და ოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.                           

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 05 აპრილს გაეგზავნა მოპასუხე აკაკი სვიანაძეს,  მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ  აკაკი სვიანაძე  საქმეში არსებულ მისამართზე არ ცხოვრობს. 

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე აკაკი სვიანაძეს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/152-23-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 20 მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად  ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

 

:

 

1. საქმეზე #001/152-23 შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების აკაკი სვიანაძის და ეკა ტატურაშვილის   მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება  პუბლიკაციის მეშვეობით;

2. საარბიტრაჟო მოპასუხე აკაკი სვიანაძეს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/152-23-ზე შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების აკაკი სვიანაძის და ეკა ტატურაშვილის   მიმართ დავალიანების  გადახდევინების შესახებ 2024 წლის 20 მარტის #001/152-23 გადაწყვეტილებით შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს  აკაკი სვიანაძეს და ეკა ტატურაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ + სასარგებლოდ  სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხის  ძირი  თანხის  – 5803.46  (ხუთი ათას რვაას სამი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა;   საარბიტრაჟო მოპასუხეებს –  აკაკი სვიანაძეს  და ეკა ტატურაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ +”   სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხზე დარიცხული სარგებლის  – 3709.60  (სამი ათას შვიდას ცხრა  ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა; ეკა ტატურაშვილის  პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს – 23700 (ოცდასამი  ათას შვიდასი) ლარით;  საარბიტრაჟო მოპასუხეებს -  აკაკი სვიანაძეს    და ეკა ტატურაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ + სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 190.26  (ას ოთხმოცდაათი ლარი და ოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.                            

3. სარბიტრაჟო მოპასუხე აკაკი სვიანაძეს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.  

 

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე  WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp