legia_logo

საქმე #001/179-23

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

11 აპრილი,  2024 წელი                                                                                                                                                             ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

 

 საარბიტრაჟო მოსარჩელე: სს  ,,მისო ევრო კრედიტი“

წარმომადგენელი:    მარიამ ჯოხაძე;

საარბიტრაჟო მოპასუხე:     ბექა ვაშაგაშვილი;

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

დავის  განმხილველი   არბიტრაჟის   არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ  განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

 

:

 

2023 წლის 29 დეკემბერს სს  ,,მისო ევრო კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის ბექა ვაშაგაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2024 წლის 15 მარტს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხე - ბექა  ვაშაგაშვილს სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის –  1988.79 (ერთი ათას ცხრაას ოთხმოცდარვა ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – ბექა  ვაშაგაშვილს სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ვადაგადაცილებული სარგებლის 470.76  (ოთხას სამოცდაათი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი)  ლარის გადახდა;   საარბიტრაჟო მოპასუხე –  ბექა  ვაშაგაშვილს სს „მისო ევრო კრედიტის“ სასარგებლოდ დაეკისროს   პირგასამტეხლოს - 484.72 (ოთხას ოთხმოცდაოთხი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარის  გადახდა;  საარბიტრაჟო მოპასუხე -   ბექა  ვაშაგაშვილს სს „მისო ევრო კრედიტის“  სასარგებლოდ  დაეკისროს ძებნა-დაკავების ხარჯი – 120 (ას ოცი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე -    ბექა  ვაშაგაშვილს   სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსაკრებელის – 100.00 (ასი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდესარბიტრაჟის შესახებსაქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.       

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის  26 მარტს გაეგზავნა მოპასუხე  ბექა ვაშაგაშვილს,  მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ ბექა ვაშაგაშვილი საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ დატოვებული  იქნა შეტყობინება,  მაგრამ ადრესატი არ  გამოეხმაურა.

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე ბექა ვაშაგაშვილს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/179-23-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 15 მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად  ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.geაღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  ვიხელმძღვანელე  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

 

:

 

1. საქმეზე #001/179-23 სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს  საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის ბექა ვაშაგაშვილის         მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;        

2. საარბიტრაჟო მოპასუხე ბექა ვაშაგაშვილს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/179-23-ზე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის ბექა ვაშაგაშვილის  მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2024 წლის 15 მარტის #001/179-23 გადაწყვეტილებით სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე -  ბექა  ვაშაგაშვილს სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის –  1988.79 (ერთი ათას ცხრაას ოთხმოცდარვა ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – ბექა  ვაშაგაშვილს სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ვადაგადაცილებული სარგებლის 470.76  (ოთხას სამოცდაათი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი)  ლარის გადახდა;   საარბიტრაჟო მოპასუხე –  ბექა  ვაშაგაშვილს სს „მისო ევრო კრედიტის“ სასარგებლოდ დაეკისროს   პირგასამტეხლოს - 484.72 (ოთხას ოთხმოცდაოთხი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარის  გადახდა;  საარბიტრაჟო მოპასუხე -   ბექა  ვაშაგაშვილს სს „მისო ევრო კრედიტის“  სასარგებლოდ  დაეკისროს ძებნა-დაკავების ხარჯი – 120 (ას ოცი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე -    ბექა  ვაშაგაშვილს   სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსაკრებელის – 100.00 (ასი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდესარბიტრაჟის შესახებსაქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.       

3. სარბიტრაჟო მოპასუხე ბექა ვაშაგაშვილს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს  ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.                  

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე  WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp