საქმე #001/153-23
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
11 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,ევრო კრედიტ +“
წარმომადგენელი: ქეთევან აბჟანდაძე;
საარბიტრაჟო მოპასუხე: გიორგი თევდორაშვილი;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2023 წლის 10 ნოემბერს შპს ,,ევრო კრედიტ +“ -მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის გიორგი თევდორაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2024 წლის 19 მარტს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხე - გიორგი თევდორაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 5450.02 (ხუთი ათას ოთხას ორმოცდაათი ლარი და ორი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - გიორგი თევდორაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს სესხზე დარიცხული სარგებლის – 5802.27 (ხუთი ათას რვაას ორი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - გიორგი თევდორაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს - 208.03 (ორას რვა ლარი და სამი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - გიორგი თევდორაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 245.85 (ორას ორმოცდახუთი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 29 მარტს გაეგზავნა მოპასუხე გიორგი თევდორაშვილს, მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ გიორგი თევდორაშვილი საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატი არ გამოეხმაურა.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე გიორგი თევდორაშვილს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/153-23-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 19 მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/153-23 შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის გიორგი თევდორაშვილის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხე გიორგი თევდორაშვილს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/153-23-ზე შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის გიორგი თევდორაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2024 წლის 19 მარტის #001/153-23 გადაწყვეტილებით შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე გიორგი თევდორაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 5450.02 (ხუთი ათას ოთხას ორმოცდაათი ლარი და ორი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - გიორგი თევდორაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს სესხზე დარიცხული სარგებლის – 5802.27 (ხუთი ათას რვაას ორი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - გიორგი თევდორაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს – 208.03 (ორას რვა ლარი და სამი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - გიორგი თევდორაშვილს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 245.85 (ორას ორმოცდახუთი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხე გიორგი თევდორაშვილს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.