legia_logo

ილ

საქმე N001/27-24

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს  ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს  სახეპლით

საჯარო შეტყობინების შესახებ

21 მარტი, 2024 წელი                                                                                                                                                              ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი   მერაბ ჭიკაიძე

საარბიტრაჟო მოსარჩელე:  შპს ,, ევრო კრედიტ+“

წარმომადგენელი:    ქეთევან აბჟანდაძე;

საარბიტრაჟო მოპასუხეები:   ლაშა მასხულია; სალომე ქუქჩიშვილი;

      დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

 

დავის  განმხილველი   არბიტრაჟის  არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ  განვიხილე პუბლიკაციის  მეშვეობით  საჯარო შეტყობინების  საკითხი  და

:

   2024 წლის 13 თებერვალს შპს ,,ევრო კრედიტ+“მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის ლაშა მასხულიას და  სალომე ქუქჩიშვილის  მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე. მოცემული საქმის განხილვის მომზადების მიზნით საარბიტრაჟო გზავნილი – საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ,,არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო მოპასუხე -  ლაშა მასხულიას  ფოსტის მეშვეობით გაეგზავნათ ორჯერ, სახელდობრ  2024 წლის 19 თებერვალს და 2024 წლის 04 მარტს,  იმ მისამართზე, რაც საარბიტრაჟო სარჩელით იყო წარმოდგენილი და რაც მითითებულია მხარეთა შორის 2017 წლის 10 მაისის საკრედიტო  ხელშეკრულებაში, მაგრამ საარბიტრაჟო მოპასუხისათვის გზავნილის მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა კერძოდ, როგორც აღნიშნულ გზავნილებზე უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელებული ჩანაწერებით ირკვევა, მოპასუხე –  ლაშა მასხულია  საქმეში არსებულ  მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატი არ გამოეხმაურა, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები საქმეში არსებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გადაეგზავნა მოპასუხეს, ასევე არბიტრის თანაშემწის მიერ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია (იხ. სატელეფონო აქტი).                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება:  თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად  ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახიოლველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

:

      1. საქმეზე N001/27-24  შპს ,,ევრო კრედიტ+“ის საარბიტრაჟო სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების ლაშა მასხულიას და  სალომე ქუქჩიშვილის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის  მეშვეობით.

2. საარბიტრაჟო მოპასუხე  ლაშა მასხულიას  ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს წარმოებაშია საარბიტრაჟო საქმე N001/27-24 შპს ,,ევრო კრედიტ+“ის   სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების ლაშა მასხულიას და  სალომე ქუქჩიშვილის    მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების   შესახებ;                             

3. სარბიტრაჟო მოპასუხე  ლაშა მასხულიას   ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს  ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების  მე-6 მუხლის შესაბამისად 05 (ხუთი) დღის ვადაში მოაწოდოს პასუხი აღნიშნულ საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს მდებარე: ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის  ქუჩის I  შესახვევი #10, საოფისე ფართი 12 ბ. სართული 5    მობ: 597055546;        

4. სარბიტრაჟო მოპასუხე  ლაშა მასხულიას  განემარტოს, რომ საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული მასალები მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს ვებ გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.      

5. სარბიტრაჟო მოპასუხე  ლაშა მასხულიას  განემარტოს, რომ ,,არბიტრაჟის შესახებ“  საქართველოს კანონის 32-ე მუხლის, მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 2.10 მუხლისა და მხარეთა შორის 2017 წლის 10 მაისის  თარიღით დადებული შეთანხმებების თანახმად, არბიტრაჟის მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება ზეპირი განხილვის გარეშე, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.

6. წინამდებარე დადგენილება გამოქყევყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp