საქმე #001/148-23
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
12 მარტი, 2024 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,ევრო კრედიტ +“
წარმომადგენელი: ქეთევან აბჟანდაძე;
საარბიტრაჟო მოპასუხე: ასლან თურაძე;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2023 წლის 10 ნოემბერს შპს ,,ევრო კრედიტ +“ -მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის ასლან თურაძის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2024 წლის 27 თებერვალს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხე - ასლან თურაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 6017.47 (ექვსი ათას ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - ასლან თურაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს სესხზე დარიცხული სარგებლის - 2905.15 (ორი ათას ცხრაას ხუთი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – ასლან თურაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს - 995.00 (ცხრაას ოთხმოცდაცხუთმეტი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - ასლან თურაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 198.35 (ას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 27 თებერვალს გაეგზავნა მოპასუხე ასლან თურაძეს, მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ ასლან თურაძე საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატი არ გამოეხმაურა.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე ასლან თურაძეს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/148-23-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 19 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/148-23 შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის ასლან თურაძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხე ასლან თურაძეს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/148-23-ზე შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის ასლან თურაძის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2024 წლის 19 თებერვლის #001/148-23 გადაწყვეტილებით შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე ასლან თურაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის – 6017.47 (ექვსი ათას ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - ასლან თურაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს სესხზე დარიცხული სარგებლის - 2905.15 (ორი ათას ცხრაას ხუთი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – ასლან თურაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს - 995.00 (ცხრაას ოთხმოცდაცხუთმეტი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე - ასლან თურაძეს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 198.35 (ას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხე ასლან თურაძეს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.