legia_logo

საქმე #001/168-23

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

05 მარტი,  2024 წელი                                                                                                                                                             ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

 

 საარბიტრაჟო მოსარჩელე: სს  ,,მისო ევრო კრედიტი“

წარმომადგენელი:    მეგი ფაღავა;

საარბიტრაჟო მოპასუხე:     არჩილი ტუკვაძე;

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

დავის  განმხილველი   არბიტრაჟის   არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ  განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

 

:

 

2023 წლის 04 დეკემბერ სს  ,,მისო ევრო კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის არჩილი ტუკვაძის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2024 წლის 05 თებერვალს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხე -  არჩილი ტუკვაძეს  სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის – 4963.69  (ოთხი ათას ცხრაას სამოცდასამი ლარი და სამოცდაცხრა თეთრი) ლარის გადახდა;   საარბიტრაჟო მოპასუხე – არჩილი ტუკვაძეს სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ვადაგადაცილებული სარგებლის 1941.87 (ერთი ათას  ცხრაას ორმოცდაერთი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი)  ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო მოპასუხე არჩილი ტუკვაძეს სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს  სარჩელის შემოტანის დღიდან (04.12.2023 წლიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (22.05.2024 წლისა), მიუღებელი შემოსავლის სახით გადაუხდელი ძირითადი თანხის წლიური 41.28%-ის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე -  არჩილი ტუკვაძეს სს „მისო ევრო კრედიტის“ სასარგებლოდ დაეკისროს  პირგასამტეხლოს -  425.40    (ოთხას ოცდახუთი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის  გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – არჩილი ტუკვაძეს სს „მისო ევრო კრედიტის“ სასარგებლოდ დაეკისროს  სააღსრულებო  წარმოების ხარჯი – 120 (ას ოცი ლარი) ლარის გადახდა;        საარბიტრაჟო მოპასუხე –  არჩილი ტუკვაძეს სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსაკრებელის -174.35 (ას სამოცდათოთხმეტი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის  გადახდა;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდესარბიტრაჟის შესახებსაქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.       

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის  13 თებერვალს გაეგზავნა მოპასუხე  არჩილი ტუკვაძეს მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ  არჩილი ტუკვაძე საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატი არ გამოეხმაურა.

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე არჩილი ტუკვაძე საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/168-23-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 05 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად  ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.geაღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  ვიხელმძღვანელე  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

 

:

 

1. საქმეზე #001/168-23 სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს  საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის  არჩილი ტუკვაძის         მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;       

2. საარბიტრაჟო მოპასუხე არჩილი ტუკვაძეს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/168-23-ზე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის არჩილი ტუკვაძის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2024 წლის 05 თებერვლის #001/168-23 გადაწყვეტილებით სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე - არჩილი ტუკვაძეს სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის – 4963.69  (ოთხი ათას ცხრაას სამოცდასამი ლარი და სამოცდაცხრა თეთრი) ლარის გადახდა;   საარბიტრაჟო მოპასუხე – არჩილი ტუკვაძეს სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ვადაგადაცილებული სარგებლის 1941.87 (ერთი ათას  ცხრაას ორმოცდაერთი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი)  ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო მოპასუხე არჩილი ტუკვაძეს სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს  სარჩელის შემოტანის დღიდან (04.12.2023 წლიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (22.05.2024 წლისა), მიუღებელი შემოსავლის სახით გადაუხდელი ძირითადი თანხის წლიური 41.28%-ის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე -  არჩილი ტუკვაძეს სს „მისო ევრო კრედიტის“ სასარგებლოდ დაეკისროს  პირგასამტეხლოს -  425.40    (ოთხას ოცდახუთი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის  გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხე – არჩილი ტუკვაძეს სს „მისო ევრო კრედიტის“ სასარგებლოდ დაეკისროს  სააღსრულებო  წარმოების ხარჯი – 120 (ას ოცი ლარი) ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო მოპასუხე –  არჩილი ტუკვაძეს სს „მისო ევრო კრედიტ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსაკრებელის -174.35 (ას სამოცდათოთხმეტი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის  გადახდა;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდესარბიტრაჟის შესახებსაქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.          

3. სარბიტრაჟო მოპასუხე არჩილი ტუკვაძეს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს  ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.                 

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე  WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp