legia_logo

საქმე #001/156-23

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

05 მარტი,  2024 წელი                                                                                                                                                    ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

 

 საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,ევრო კრედიტ +“   

წარმომადგენელი:  თამარ თავართქილაძე;

საარბიტრაჟო მოპასუხეები:      ნატალია გოგიაშვილი;  კახაბერი დევიძე;

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

 

დავის  განმხილველი   არბიტრაჟის   არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ  განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

 

:

 

2023 წლის 10 ნოემბერს შპს ,,ევრო კრედიტ +“ -მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების ნატალია გოგიაშვილის და კახაბერი დევიძის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2024 წლის 01 თებერვალს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხეებს -   ნატალია გოგიაშვილს და კახაბერი დევიძეს შპს ,,ევრო კრედიტ + სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხის  ძირი  თანხის  – 4788.63  (ოთხი ათას შვიდას ოთხმოცდარვა ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს – ნატალია გოგიაშვილს და კახაბერი დევიძეს   შპს ,,ევრო კრედიტ +”   სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხზე დარიცხული სარგებლის  - 2381.41  (ორი ათას სამას ოთხმოცდაერთი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარის გადახდა; კახაბერი დევიძის   პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს – 27000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარით;  საარბიტრაჟო მოპასუხეებს - ნატალია გოგიაშვილს და კახაბერი დევიძეს შპს ,,ევრო კრედიტ + სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 143.40  (ას ორმოცდასამი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.                           

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 19 თებერვალს გაეგზავნათ მოპასუხეებს  ნატალია გოგიაშვილს და კახაბერი დევიძეს  მაგრამ ვერ ჩაბარდათ იმ მიზეზით, რომ  ნატალია გოგიაშვილი და კახაბერი დევიძე  საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდნენ, კურიეის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატები არ გამოეხმაურნენ.

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხეებს ნატალია გოგიაშვილს და კახაბერი დევიძეს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/156-23-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 01 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად  ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge  აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  ვიხელმძღვანელე  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

 

:

 

1. საქმეზე #001/156-23 შპს ,,ევრო კრედიტ +“   საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების  ნატალია გოგიაშვილის და კახაბერი დევიძის   მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება  პუბლიკაციის მეშვეობით;

2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს ნატალია გოგიაშვილს და კახაბერი დევიძეს ეცნობოთ, რომ  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/156-23-ზე შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის  სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების  ნატალია გოგიაშვილის და კახაბერი დევიძის   მიმართ დავალიანების  გადახდევინების შესახებ 2024 წლის 01 თებერვლის #001/156-23 გადაწყვეტილებით შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის  სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს    ნატალია გოგიაშვილს და კახაბერი დევიძეს შპს ,,ევრო კრედიტ + სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხის  ძირი  თანხის  – 4788.63  (ოთხი ათას შვიდას ოთხმოცდარვა ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარის გადახდა; საარბიტრაჟო მოპასუხეებს – ნატალია გოგიაშვილს და კახაბერი დევიძეს   შპს ,,ევრო კრედიტ +”   სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხზე დარიცხული სარგებლის  - 2381.41  (ორი ათას სამას ოთხმოცდაერთი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარის გადახდა; კახაბერი დევიძის  პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს – 27000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარით;  საარბიტრაჟო მოპასუხეებს - ნატალია გოგიაშვილს და კახაბერი დევიძეს შპს ,,ევრო კრედიტ + სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 143.40  (ას ორმოცდასამი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გადახდა;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.                           

3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს ნატალია გოგიაშვილს და კახაბერი დევიძეს განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge  განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.  

 

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp