legia_logo

საქმე #001/160-23

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

05 მარტი,  2024 წელი                                                                                                                                                    ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

 

 საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,ევრო კრედიტ +“   

წარმომადგენელი:  ელენე ხადილაშვილი;

საარბიტრაჟო მოპასუხეები:     გიორგი გასვიანი;  ავთანდილ გასვიანი;

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

 

დავის  განმხილველი   არბიტრაჟის   არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ  განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

 

:

 

2023 წლის 10 ნოემბერს შპს ,,ევრო კრედიტ +“ -მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების გიორგი გასვიანის და ავთანდილ გასვიანის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2024 წლის 31 იანვარს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის   დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც - საარბიტრაჟო მოპასუხეებს -   გიორგი გასვიანს   და ავთანდილ გასვიანს შპს ,,ევრო კრედიტ +სასარგებლოდ  სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხის  ძირი  თანხის  – 6758.38  (ექვსი ათას შვიდას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარის გადახდა;   საარბიტრაჟო მოპასუხეებს – გიორგი გასვიანს და  ავთანდილ გასვიანს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული სარგებლის – 5676.00 (ხუთი ათას ექვსას სამოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა; ავთანდილ გასვიანის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს – 22500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარით; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - გიორგი გასვიანს და  ავთანდილ გასვიანს შპს ,,ევრო კრედიტ +სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 248.69  (ორას ორმოცდარვა  ლარი და სამოცდაცხრა თეთრი) ლარის გადახდა;   საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.                           

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 16 თებერვალს გაეგზავნათ მოპასუხეებს გიორგი გასვიანს და ავთანდილ გასვიანს  მაგრამ ვერ ჩაბარდათ იმ მიზეზით, რომ  გიორგი გასვიანი და ავთანდილ გასვიანი საქმეში არსებულ მისამართზე  ვერ მოიძებნენ.   

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხეებს გიორგი გასვიანს და ავთანდილ გასვიანს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/160-23-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 31 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად  ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge  აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  ვიხელმძღვანელე  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

 

:

 

1. საქმეზე #001/160-23 შპს ,,ევრო კრედიტ +“   საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების გიორგი გასვიანის და ავთანდილ გასვიანის    მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება  პუბლიკაციის მეშვეობით;

2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს   გიორგი გასვიანს და ავთანდილ გასვიანს  ეცნობოთ, რომ  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/160-23-ზე შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის  სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების  გიორგი გასვიანის და ავთანდილ გასვიანის  მიმართ დავალიანების  გადახდევინების შესახებ 2024 წლის 31 იანვრის #001/160-23 გადაწყვეტილებით შპს ,,ევრო კრედიტ +“-ის  სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს   გიორგი გასვიანს   და ავთანდილ გასვიანს შპს ,,ევრო კრედიტ +სასარგებლოდ  სოლიდარულად  დაეკისროთ  სესხის  ძირი  თანხის  – 6758.38  (ექვსი ათას შვიდას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარის გადახდა;   საარბიტრაჟო მოპასუხეებს – გიორგი გასვიანს და  ავთანდილ გასვიანს შპს ,,ევრო კრედიტ +” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული სარგებლის – 5676.00 (ხუთი ათას ექვსას სამოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა; ავთანდილ გასვიანის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს – 22500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარით; საარბიტრაჟო მოპასუხეებს - გიორგი გასვიანს და  ავთანდილ გასვიანს შპს ,,ევრო კრედიტ +სასარგებლოდ სოლიდარულად  დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის - 248.69  (ორას ორმოცდარვა  ლარი და სამოცდაცხრა თეთრი) ლარის გადახდა;   საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის    მოთხოვნათა დაცვით.                            

3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს გიორგი გასვიანს და ავთანდილ გასვიანს განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge  განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.  

 

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp