დ ა დ გ ე ნ ილ ე ბ ა
საქმე N001/136-23
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს სახეპლით
საჯარო შეტყობინების შესახებ
04 მარტი, 2024 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,, ევრო კრედიტ+“
წარმომადგენელი: თამარ თავართქილაძე;
საარბიტრაჟო მოპასუხეები: ბესიკი ნებიერიძე; ირმა ბრეგვაძე;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2023 წლის 06 ნოემბერს შპს ,, ევრო კრედიტ+“მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების ბესიკი ნებიერიძის და ირმა ბრეგვაძის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე. მოცემული საქმის განხილვის მომზადების მიზნით საარბიტრაჟო გზავნილი – საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ,,არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო მოპასუხე - ბესიკი ნებიერიძეს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნათ ოთხჯერ, სახელდობრ 2023 წლის 21 ნოემბერს, 2023 წლის 15 დეკემბერს, 2024 წლის 10 იანვარს და 2024 წლის 29 იანვარს, მოპასუხე - ირმა ბრეგვაძეს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ორჯერ, სახელდობრ 2023 წლის 21 ნოემბერს და 2023 წლის 15 დეკემბერს, იმ მისამართზე, რაც საარბიტრაჟო სარჩელით იყო წარმოდგენილი და რაც მითითებულია მხარეთა შორის 2018 წლის 28 ივლისის საკრედიტო და 2018 წლის 09 ნოემბრის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებში, მაგრამ საარბიტრაჟო მოპასუხეთათვის გზავნილის მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა კერძოდ, როგორც აღნიშნულ გზავნილებზე უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელებული ჩანაწერებით ირკვევა, მოპასუხეები – ბესიკი ნებიერიძე და ირმა ბრეგვაძე საქმეში არსებულ მისამართზე სახლში არ იმყოფებოდნენ, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატები არ გამოეხმაურნენ, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები საქმეში არსებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გადაეგზავნათ მოპასუხეებს, ასევე არბიტრის თანაშემწის მიერ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია (იხ. სატელეფონო აქტები).
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახიოლველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე N001/136-23 შპს ,,ევრო კრედიტ+“ის საარბიტრაჟო სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების ბესიკი ნებიერიძის და ირმა ბრეგვაძის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით.
2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს ბესიკი ნებიერიძეს და ირმა ბრეგვაძეს ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს წარმოებაშია საარბიტრაჟო საქმე N001/136-23 შპს ,,ევრო კრედიტ+“ის სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების ბესიკი ნებიერიძის და ირმა ბრეგვაძის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების შესახებ;
3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს ბესიკი ნებიერიძეს და ირმა ბრეგვაძეს ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად 05 (ხუთი) დღის ვადაში მოაწოდოს პასუხი აღნიშნულ საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს მდებარე: ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქუჩის I შესახვევი #10, საოფისე ფართი 12 ბ. სართული 5 მობ: 597055546;
4. სარბიტრაჟო მოპასუხეებს ბესიკი ნებიერიძეს და ირმა ბრეგვაძეს განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული მასალები მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს ვებ გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.
5. სარბიტრაჟო მოპასუხეებს ბესიკი ნებიერიძეს და ირმა ბრეგვაძეს განემარტოთ, რომ ,,არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის, მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 2.10 მუხლისა და მხარეთა შორის 2018 წლის 28 ივლისისა და 2018 წლის 09 ნოემბრის თარიღით დადებული შეთანხმებების თანახმად, არბიტრაჟის მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება ზეპირი განხილვის გარეშე, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.
6. წინამდებარე დადგენილება გამოქყევყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.