საქმე #001/203-19
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
19 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: სს ,,მისო ევრო კრედიტი“
წარმომადგენელი: ნინო კალაძე;
საარბიტრაჟო მოპასუხეები: გიორგი ცუცუნაშვილი; ალექსი რაზმაძე;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2019 წლის 08 თებერვალს სს ,,მისო ევრო კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების გიორგი ცუცუნაშვილის და ალექსი რაზმაძის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2019 წლის 28 მაისს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ რა დროსაც დაშვებული იქნა ბეჭვდითი შეცდომა. 2024 წლის 12 თებერვალს გამოტანილი იქნა დადგენილება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ, საარბიტრაჟო საქმე №001/203-19-ზე სს ,,მისო ევრო კრედიტ“-ის საარბიტრაჟო სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების გიორგი ცუცუნაშვილის და ალექსი რაზმაძის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების შესახებ გასწორებულ იქნას 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული ბეჭვდითი შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში ნაცვლად ,,საარბიტრაჟო მოპასუხეებს – გიორგი ცუცუნაშვილს და ალექსი რაზმაძეს სს „მისო ევრო კრედიტის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული სარგებლის გადახდა სესხის ძირი თანხის – 4 237,26 (ოთხი ათას ორას ოცდაჩვიდმეტი ლარი და 26 თეთრი) ლარის წლიური 60% ოდენობით 2018 წლის 09 ივნისიდან 2019 წლის 08 თებერვლიდან“ მითითებულ იქნას ,,საარბიტრაჟო მოპასუხეებს – გიორგი ცუცუნაშვილს და ალექსი რაზმაძეს სს „მისო ევრო კრედიტის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული სარგებლის გადახდა სესხის ძირი თანხის – 4 237,26 (ოთხი ათას ორას ოცდაჩვიდმეტი ლარი და 26 თეთრი) ლარის წლიური 60% ოდენობით 2018 წლის 09 ივნისიდან 2019 წლის 08 თებერვლამდე“. მოცემული დადგენილება განხილულ იქნას სარბიტრაჟო საქმე №001/203-19-ზე 2019 წლის 28 მაისს მიღებული გაადწყვეტილების განუყოფელ ნაწილად; დადგენილება ძალაში შედის მისი მიღების დღიდან.
საარბიტრაჟო დადგენილება 2024 წლის 12 თებერვალს გაეგზავნათ მოპასუხეებს გიორგი ცუცუნაშვილს და ალექსი რაზმაძეს, მაგრამ გზავნილის მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა კერძოდ, როგორც აღნიშნულ გზავნილებზე უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელებული ჩანაწერებით ირკვევა, გიორგი ცუცუნაშვილი და ალექსი რაზმაძე საქმეში არსებულ მისამართზე ვერ მოიძებნენ.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე გიორგი ცუცუნაშვილს და ალექსი რაზმაძეს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/203-19-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 12 თებერვალს მიღებული დადგენილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/203-19 სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების გიორგი ცუცუნაშვილის და ალექსი რაზმაძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს გიორგი ცუცუნაშვილს და ალექსი რაზმაძეს ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/203-19-ზე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების გიორგი ცუცუნაშვილის და ალექსი რაზმაძის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2019 წლის 28 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ რა დროსაც დაშვებული იქნა ბეჭვდითი შეცდომა. 2024 წლის 12 თებერვალს გამოტანილი იქნა დადგენილება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ, საარბიტრაჟო საქმე №001/203-19-ზე სს ,,მისო ევრო კრედიტ“-ის საარბიტრაჟო სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების გიორგი ცუცუნაშვილის და ალექსი რაზმაძის მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების შესახებ გასწორებულ იქნას 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული ბეჭვდითი შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში ნაცვლად ,,საარბიტრაჟო მოპასუხეებს – გიორგი ცუცუნაშვილს და ალექსი რაზმაძეს სს „მისო ევრო კრედიტის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული სარგებლის გადახდა სესხის ძირი თანხის – 4 237,26 (ოთხი ათას ორას ოცდაჩვიდმეტი ლარი და 26 თეთრი) ლარის წლიური 60% ოდენობით 2018 წლის 09 ივნისიდან 2019 წლის 08 თებერვლიდან“ მითითებულ იქნას ,,საარბიტრაჟო მოპასუხეებს – გიორგი ცუცუნაშვილს და ალექსი რაზმაძეს სს „მისო ევრო კრედიტის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული სარგებლის გადახდა სესხის ძირი თანხის – 4 237,26 (ოთხი ათას ორას ოცდაჩვიდმეტი ლარი და 26 თეთრი) ლარის წლიური 60% ოდენობით 2018 წლის 09 ივნისიდან 2019 წლის 08 თებერვლამდე“. მოცემული დადგენილება განხილულ იქნას სარბიტრაჟო საქმე №001/203-19-ზე 2019 წლის 28 მაისს მიღებული გაადწყვეტილების განუყოფელ ნაწილად; დადგენილება ძალაში შედის მისი მიღების დღიდან. 3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს გიორგი ცუცუნაშვილს და ალექსი რაზმაძეს განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო დადგენილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.