საქმე #001/127-23
დადგენილება
მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს სახელით
საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
15 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“
არბიტრი მერაბ ჭიკაიძე
საარბიტრაჟო მოსარჩელე: სს ,,ქართული კრედიტი“
წარმომადგენელი: ნინო მიქაძე;
საარბიტრაჟო მოპასუხეები: გელა უკანწყაროელი; ეკატერინე მაკასარაშვილი;
დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება
დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2023 წლის 25 სექტემბერს სს ,,ქართულმა კრედიტ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების გელა უკანწყაროელის და ეკატერინე მაკასარაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილულ იქნა 2024 წლის 23 იანვარს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს გელა უკანწყაროელს და ეკატერინე მაკასარაშვილს სს ,,მისო ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7328.86 (შვიდი ათას სამას ოცდარვა ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 4497.64 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 1639.03 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 1192.19 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხეებს გელა უკანწყაროელს და ეკატერინე მაკასარაშვილს სს მისო „ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ ყოველდღიურად დარიცხული პროცენტი ძირ თანხაზე – 4.43 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან 2023 წლის 25 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე; საარბიტრაჟო მოპასუხეებს გელა უკანწყაროელს და ეკატერინე მაკასარაშვილს სს მისო „ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის, თბილისის სააპელაცო სასამართლოში 2023 წლის 25 სექტემბერს საგადასახადო დავალება №1695641659 გაწეული ხარჯის, უზრუნველყოფის ღონისძიების საფასურის 50 (ორმოცდაათი) ლარის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 05 ოქტომბრის საგადასახადო დავალება №787618459 უძრავი ქონების აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე მის მიერ გაწეული ხარჯის 26 (ოცდაექვსი) ლარის გადახდა; ეკატერინე მაკასარაშვილის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 4.500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარით; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2024 წლის 23 იანვარს გაეგზავნათ მოპასუხეებს გელა უკანწყაროელს და ეკატერინე მაკასარაშვილს, მაგრამ ვერ ჩაბარდათ იმ საფუძვლით, რომ გელა უკანწყაროელი და ეკატერინე მაკასარაშვილი საქმეში არსებულ მისამართზე არ ცხოვრობენ.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხეებს გელა უკანწყაროელს და ეკატერინე მაკასარაშვილს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/127-23-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2024 წლის 23 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:
არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1. საქმეზე #001/127-23 სს ,,ქართული კრედიტი“-ს საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების გელა უკანწყაროელის და ეკატერინე მაკასარაშვილის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;
2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს გელა უკანწყაროელს და ეკატერინე მაკასარაშვილს ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/127-23-ზე სს „ქართული კრედიტი“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების გელა უკანწყაროელის და ეკატერინე მაკასარაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2024 წლის 23 იანვრის #001/127-23 გადაწყვეტილებით სს „ქართული კრედიტი“ს სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს გელა უკანწყაროელს და ეკატერინე მაკასარაშვილს სს ,,მისო ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7328.86 (შვიდი ათას სამას ოცდარვა ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 4497.64 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 1639.03 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 1192.19 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხეებს გელა უკანწყაროელს და ეკატერინე მაკასარაშვილს სს მისო „ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ ყოველდღიურად დარიცხული პროცენტი ძირ თანხაზე – 4.43 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან 2023 წლის 25 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე; საარბიტრაჟო მოპასუხეებს გელა უკანწყაროელს და ეკატერინე მაკასარაშვილს სს მისო „ქართული კრედიტი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის, თბილისის სააპელაცო სასამართლოში 2023 წლის 25 სექტემბერს საგადასახადო დავალება №1695641659 გაწეული ხარჯის, უზრუნველყოფის ღონისძიების საფასურის 50 (ორმოცდაათი) ლარის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 05 ოქტომბრის საგადასახადო დავალება №787618459 უძრავი ქონების აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე მის მიერ გაწეული ხარჯის 26 (ოცდაექვსი) ლარის გადახდა; ეკატერინე მაკასარაშვილის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 4.500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარით; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს გელა უკანწყაროელს და ეკატერინე მაკასარაშვილს განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.
4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.