legia_logo

საქმე #001/59-26

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

05  ოქტომბერი,  2026 წელი                                                                                                                                                     ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

                                          

საარბიტრაჟო მოსარჩელე:  შპს ,,სმარტ აქტივები“

წარმომადგენელი:     ქრისტინე ფიფია;

ნინო დულარიძე;

 

საარბიტრაჟო მოპასუხე:   სევილ გეიუშოვა;

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

 

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :

 

 2026 წლის 21 ივლისს  შპს ,,სმარტ აქტივებ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის  სევილ გეიუშოვას  მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2026 წლის 08 სექტემბერს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს ,,სმარტ აქტივებ“-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე  სევილ გეიუშოვას   შპს ,,სმარტ აქტივები“-ს   სასარგებლოდ  დაეკისროს 4270.80 (ოთხი ათას ორას სამოცდაათი ლარი და  ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 2925.14 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 1345.66 ლარს);    საარბიტრაჟო მოპასუხე სევილ გეიუშოვას  შპს ,,სმარტ აქტივების“-ს სასარგებლოდ დაეკისროს  საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული  საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის -  150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის   გადახდა;   საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის   მოთხოვნათა დაცვით.                        

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2026 წლის 15 სექტემბერს გაეგზავნა მოპასუხე სევილ გეიუშოვას, მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ სევილ გეიუშოვა   საქმეში არსებულ მისამართზე  სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ დატოვებულ იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატი არ გამოეხმაურა.

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე სევილ გეიუშოვას  საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/59-26-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2026 წლის  08 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge  აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

 

დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :

 

1. საქმეზე #001/59-26 შპს ,,სმარტ აქტივები“-ს  საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის  სევილ გეიუშოვას                     მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;      

2. საარბიტრაჟო მოპასუხე სევილ გეიუშოვას  ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო  ლეგია“-ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/59-26-ზე შპს ,,სამარტ აქტივები“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის  სევილ გეიუშოვას მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ 2026 წლის 08 სექტემბრის #001/59-26 გადაწყვეტილებით შპს ,,სმარტ აქტივები“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც  საარბიტრაჟო მოპასუხე  სევილ გეიუშოვას   შპს ,,სმარტ აქტივები“-ს   სასარგებლოდ  დაეკისროს 4270.80 (ოთხი ათას ორას სამოცდაათი ლარი და  ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 2925.14 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 1345.66 ლარს);    საარბიტრაჟო მოპასუხე სევილ გეიუშოვას  შპს ,,სმარტ აქტივების“-ს სასარგებლოდ დაეკისროს  საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული  საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის -  150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის   გადახდა;   საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის   მოთხოვნათა დაცვით.                                        

3. სარბიტრაჟო მოპასუხე სევილ გეიუშოვას განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.        

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp