legia_logo

 

საქმე #001/37-26

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

23 სექტემბერი,  2026 წელი                                                                                                                                                     ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

                                          

საარბიტრაჟო მოსარჩელე:  შპს ,,სმარტ აქტივები“

წარმომადგენლები:     ქრისტინე ფიფია;

                                         ეკა იასეშვილი;

 

საარბიტრაჟო მოპასუხე: ნანი მათიაშვილი;   

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

 

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :

 

 2026 წლის 21 ივლისს  შპს ,,სმარტ აქტივებ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის ნანი მათიაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2026 წლის 03 სექტემბერს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს ,,სმარტ აქტივებ“-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხე  ნანი მათიაშვილს   შპს ,,სმარტ აქტივები“-ს   სასარგებლოდ   დაეკისროს 1743.96 (ერთი ათას შვიდას ორმოცდასამი ლარი და  ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 1257.80 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 486.16 ლარს);  საარბიტრაჟო მოპასუხე ნანი მათიაშვილს   შპს ,,სმარტ აქტივების“-ს სასარგებლოდ დაეკისროს  საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული  საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის -  150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის   გადახდა;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის   მოთხოვნათა დაცვით.             

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2026 წლის 04 სექტემბერს გაეგზავნა მოპასუხე ნანი მათიაშვილს, მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ  ნანი მათიაშვილი საქმეში არსებულ მისამართზე  სახლში არ იმყოფებოდა, კურიერის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ადრესატი ინფორმირებული იქნა გზავნილის შესახებ, მაგრამ არ გამოეხმაურა.

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხე ნანი მათიაშვილი საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს მასთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/37-26-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2026 წლის  03  სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

 

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge  აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

 

დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :

 

1. საქმეზე #001/37-26 შპს ,,სმარტ აქტივები“-ს  საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხე  ნანი მათიაშვილის  მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;      

2. საარბიტრაჟო მოპასუხე  ნანი მათიაშვილს ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო  ლეგია“-ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/37-26-ზე შპს ,,სამარტ აქტივები“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის ნანი მათიაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების  შესახებ 2026 წლის 03 სექტემბერის #001/37-26 გადაწყვეტილებით შპს ,,სმარტ აქტივები“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც  საარბიტრაჟო მოპასუხე  ნანი მათიაშვილს   შპს ,,სმარტ აქტივები“-ს   სასარგებლოდ   დაეკისროს 1743.96 (ერთი ათას შვიდას ორმოცდასამი ლარი და  ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 1257.80 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 486.16 ლარს);  საარბიტრაჟო მოპასუხე ნანი მათიაშვილს   შპს ,,სმარტ აქტივების“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული  საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის -  150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის   გადახდა;  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის   მოთხოვნათა დაცვით.              

3. სარბიტრაჟო მოპასუხე ნანი მათიაშვილს განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.        

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp