legia_logo

საქმე #001/38-26

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

23 სექტემბერი,  2026 წელი                                                                                                                                                     ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

                                          

საარბიტრაჟო მოსარჩელე:  შპს ,,სმარტ აქტივები“

წარმომადგენლები:     ქრისტინე ფიფია;

                                         ეკა იასეშვილი;

 

საარბიტრაჟო მოპასუხეები: ნანი მათიაშვილი;  ვაჟა მათიაშვილი;

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

 

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :

 

 2026 წლის 21 ივლისს  შპს ,,სმარტ აქტივებ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების ნანი მათიაშვილის და ვაჟა მათიაშვილის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2026 წლის 02 სექტემბერს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს ,,სმარტ აქტივებ“-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს  ნანი მათიაშვილს და ვაჟა მათიაშვილს  შპს ,,სმარტ აქტივების“  სასარგებლოდ  დაეკისროს 9274.48 (ცხრა ათას ორას სამოცდათოთხმეტი  ლარი და  ორმოცდარვა თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 4950.00 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 4324.48 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხეებს  ნანი მათიაშვილს  და ვაჟა მათიაშვილს შპს ,,სმარტ აქტივები“-ს სასარგებლოდ დაეკისროს  საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული  საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის -  150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის   გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის   მოთხოვნათა დაცვით.                                                          

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2026 წლის 04 სექტემბერს გაეგზავნათ მოპასუხეებს ნანი მათიაშვილს და ვაჟა მათიაშვილს,   მაგრამ ვერ ჩაბარდათ იმ საფუძვლით, რომ  ნანი მათიაშვილი და ვაჟა მათიაშვილი   საქმეში არსებულ მისამართზე  სახლში არ იმყოფებოდნენ, კურიერის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ადრესატები ინფორმირებულები იქნენ გზავნილის შესახებ,  მაგრამ   არ გამოეხმაურნენ.

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხეებს ნანი მათიაშვილს და ვაჟა მათიაშვილს  საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/38-26-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2026 წლის  02  სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

 

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge  აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

 

დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :

 

1. საქმეზე #001/38-26 შპს ,,სმარტ აქტივები“-ს  საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების  ნანი მათიაშვილის და ვაჟა მათიაშვილის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;      

2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს  ნანი მათიაშვილს და ვაჟა მათიაშვილს  ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო  ლეგია“-ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/38-26-ზე შპს ,,სამარტ აქტივები“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების ნანი მათიაშვილის და ვაჟა მათიაშვილის  მიმართ დავალიანების გადახდევინების  შესახებ 2026 წლის 02 სექტემბერის #001/38-26 გადაწყვეტილებით შპს ,,სმარტ აქტივები“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც  საარბიტრაჟო მოპასუხეებს  ნანი მათიაშვილს და ვაჟა მათიაშვილს  შპს ,,სმარტ აქტივების“  სასარგებლოდ  დაეკისროს 9274.48 (ცხრა ათას ორას სამოცდათოთხმეტი  ლარი და  ორმოცდარვა თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 4950.00 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 4324.48 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხეებს  ნანი მათიაშვილს  და ვაჟა მათიაშვილს შპს ,,სმარტ აქტივები“-ს სასარგებლოდ დაეკისროს  საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული  საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის -  150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის   გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან; საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის   მოთხოვნათა დაცვით.                                                             

3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს ნანი მათიაშვილს და ვაჟა მათიაშვილს განემარტოთ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.        

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp