legia_logo

საქმე #001/6-26

დადგენილება

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  სახელით

საარბიტრაჟო შეტყობინების  საჯაროდ  გავრცელების შესახებ

 

02 სექტემბერი,  2026 წელი                                                                                                                                                     ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი    მერაბ ჭიკაიძე

                                          

საარბიტრაჟო მოსარჩელე:  შპს ,,სმარტ აქტივები“

წარმომადგენელი:     ქრისტინე ფიფია;

საარბიტრაჟო მოპასუხეები:   ელშად გასუმოვ;

არზუ ნაბიევა;

დავის საგანი: დავალიანების თანხის დაკისრება

დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ განვიხილე პუბლიკაციის მეშვეობით საჯარო შეტყობინების გავრცელების  საკითხი  და

 

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :

 

 2026 წლის 01 ივნისს  შპს ,,სმარტ აქტივებ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხეების  ელშად გასუმოვის და  არზუ ნაბიევას  მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოცემული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე  განხილულ იქნა 2026 წლის 15 ივლისს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოსარჩელე შპს ,,სმარტ აქტივებ“-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს ელშად გასუმოვს და  არზუ ნაბიევას შპს ,,სმარტ აქტივების“ სასარგებლოდ  დაეკისროს 14998.32 (თოთხმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი  ლარი და  ოცდათორმეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 10000 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 2817.52 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 2180.8 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხეებს ელშად გასუმოვს  და  არზუ ნაბიევას  შპს ,,სმარტ აქტივები“-ს   სასარგებლოდ დაეკისროს  საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 255.00 (ორას ორმოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;         საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის   მოთხოვნათა დაცვით.             

 საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2026 წლის 29 ივლისს გაეგზავნათ მოპასუხეებს ელშად გასუმოვს და  არზუ ნაბიევას მაგრამ ვერ ჩაბარდათ იმ საფუძვლით, რომ  ელშად გასუმოვი და  არზუ ნაბიევა  საქმეში არსებულ მისამართზე  სახლში არ იმყოფებოდნენ, კურიერის მიერ დატოვებული იქნა შეტყობინება, მაგრამ ადრესატები არ გამოეხმაურნენ.

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო მოპასუხეებს  ელშად გასუმოვს და  არზუ ნაბიევას საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოთ მათთან მიმართებაში საარბიტრაჟო საქმე #001/6-26-ზე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს მიერ 2026 წლის 15 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან სახეზეა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის 7.6 პუნქტით გათვალისიწნებული შემთხვევა. სახელდობრ:

არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახილველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge  აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

 

დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :

 

1. საქმეზე #001/6-26 შპს ,,სმარტ აქტივები“-ს  საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხეების ელშად გასუმოვის და  არზუ ნაბიევას  მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით;      

2. საარბიტრაჟო მოპასუხეებს ელშად გასუმოვს და  არზუ ნაბიევას ეცნობოთ, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო  ლეგია“-ს მიერ საარბიტრაჟო საქმე #001/6-26-ზე შპს ,,სამარტ აქტივები“-ს სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხეების  ელშად გასუმოვის და  არზუ ნაბიევას  მიმართ დავალიანების გადახდევინების  შესახებ 2026 წლის 15 ივლისს #001/6-26 გადაწყვეტილებით შპს ,,სმარტ აქტივები“-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რომლის თანახმადაც  საარბიტრაჟო მოპასუხეებს  ელშად გასუმოვს და  არზუ ნაბიევას შპს ,,სმარტ აქტივების“ სასარგებლოდ  დაეკისროს 14998.32 (თოთხმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი  ლარი და  ოცდათორმეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც: სესხის ძირი თანხა შეადგენს – 10000 ლარს; გადაუხდელი პროცენტი – 2817.52 ლარს; დარიცხული პირგასამტეხლო ძირზე 2180.8 ლარს); საარბიტრაჟო მოპასუხეებს ელშად გასუმოვს  და  არზუ ნაბიევას  შპს ,,სმარტ აქტივები“-ს   სასარგებლოდ დაეკისროს  საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული  საარბიტრაჟო მოსაკრებლის თანხის – 255.00 (ორას ორმოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;         საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის   მოთხოვნათა დაცვით.             

3. სარბიტრაჟო მოპასუხეებს ელშად გასუმოვს და  არზუ ნაბიევას  განემარტოს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებ. გვერდზე WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს.        

4. წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”-ს ვებგვერდზე WWW.legia.ge.

Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp